ზაალ ანჯაფარიძე „ნაცმოძრაობას“: რა გეხამუშათ?! ციხეებში ხალხს არ კლავდით? ზღვაში არ ახრჩობდით? თუ გავაგრძელოთ ჩამონათვალი?

„როგორც კი მიიღეს პასუხი, თუნდაც ერთი ბანერის სახით, რომელსაც, ალბათ, არ ელოდნენ, არადა, დიდი ხანია, იმსახურებენ, აწიკვინდნენ „სიძულვილის ენაზე“ და მსხვერპლის როლში ჩადგნენ როგორც სჩვევიათ. კი მაგრამ, რა გეხამუშათ?! ციხეებში ხალხს არ კლავდით? ზღვაში არ ახრჩობდით?, თუ გავაგრძელოთ ჩამონათვალი?“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თბილისში გაკრულ ბანერებზე „ნაცმოძრაობის“ რეაქციას.


როგორც ექსპერტი აღნიშნავს, დღეს „ნაცმოძრაობა“ ადამიანებს მორალურად და ფსიქოლოგიურად სპობს, რეპუტაციას, ღირსებას უნგრევს და მათზე ძალადობს. ამას კი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დროშის ქვეშ აკეთებს.


„ცნობილი ნაცშემადგენლობა გუშინ აღშფოთდა იმ ბანერებით, რომლებიც საზოგადოებას ახსენებს „ნაცწარსულს“ და ნაცების ახალ პირდაპირ თუ სიტუაციურ მოკავშირეებს, და რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების იმ კანონის ფარგლებში გაიკვრნენ, რომელიც ამერიკულ (და არა ევროპულ!) მოდელზე დაყრდნობით 2004 წელს(!) თავად ნაცებმა მიიღეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა - ბევრი სისხლი დაიღვარა, ბევრი სიცოცხლე ძალადობრივად მოსპეს, მაგრამ ამ კანონით მინიჭებული თავისუფლების გამოყენება, ვერ გაბედეს მათ, დღეს რომ უხვად სარგებლობენ ამ კანონით და ადამიანებს სპობენ მორალურად, ფსიქოლოგიურად, რეპუტაციას, ღირსებას უნგრევენ და ძალადობენ მათზე. 


ამას კი აკეთებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დროშის ქვეშ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მარტო თქვენი პრივილეგია არ არის. სხვებსაც შეუძლიათ ამით ისარგებლონ. ახლა, როგორც კი მიიღეს პასუხი, თუნდაც ერთი ბანერის სახით, რომელსაც, ალბათ, არ ელოდნენ, არადა, დიდი ხანია, იმსახურებენ, აწიკვინდნენ „სიძულვილის ენაზე“ და მსხვერპლის როლში ჩადგნენ როგორც სჩვევიათ. კი მაგრამ, რა გეხამუშათ?! ციხეებში ხალხს არ კლავდით? ზღვაში არ ახრჩობდით?, თუ გავაგრძელოთ ჩამონათვალი?“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის გვერდზე.




კომენტარები:

ფართი შოპი