იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან მემორანდუმები გააფორმა

პოლიტიკა 17 Sep 2021 23:23

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში დასაქმდებიან. იუსტიციის სამინისტრომ არასაპატიმრო სასჯელის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ახალი მიდგომა დანერგა.  შესაბამისი მემორანდუმები რატი ბრეგაძემ კახეთის რეგიონში ყვარლის, გურჯაანის, თელავისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებთან გააფორმა.

 

იუსტიციის სამინისტროს ახლებური მიდგომის შედეგად, მსჯავრდებულები ერთის მხრივ საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო მეორეს მხრივ,  საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებენ.  

 

საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულების მიზნით,  შესაბამისი მემორანდუმი, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქთან და მუნიციპალიტეტთან გაფორმდება.

 

მიმდინარე წლის ივლისში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გაფორმდა ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებთან, რის შედეგადაც, შრომამისჯილთა დასაქმებისთვის ახალი სივრცე გაჩნდა.



კომენტარები:

ფართი შოპი