სულ უმუშევრების დრამებს რომ ვუსმენთ, ცოტა ჩვენიც გაიგონ...ყველა დამსაქმებლის ტკივილი მოვიტანე - ჰოტელიერი ქართული სამუშაო ბაზრის პრობლემებზე

ჰოტელიერი, მია მურაჩაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქართული სამუშაო ბაზრის პრობლემბზე საუბრობს.


,,ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


,,ჩემი და ალბათ ყველა დამსაქმებლის ტკივილი: (დამსაქმებლების დრამა მოვიტანე, სულ უმუშევრების დრამებს რომ ვუსმენთ, ცოტა ჩვენიც რომ გაიგონ)


ვაქვეყნებ ვაკანსიას, წერია: პოზიცია, ადგილმდებარეობა, სამუშაო საათები, ხელფასი, მეტი ინფორმაციისთვის საკონტაქტო ნომერი ...


იქვე კომენტარები: ,,სად არის ტერიტორიულად", ,,პირობები?", ,,ალბათ, თქვენც მონა გინდათ, დაწყდით ერთ დღეს", ,,და ხელფასი?"...... არადა წერია ყველაფერი გარდა ჩვენი დაწყვეტის დღისა.


ჰოი საოცრებავ და თუ გამოერია ვინმე ცოტა ადექვატური, დარეკა, შევთანხმდით და ამბობს რომ ჩამოდის X დღეს, .. ამოვისუნთქებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელს გავახარებ, დაგემატათ კადრი, ფორმაში ჩადგება ცვლები...... და...ზუსტად იმ X დღის წინა დღეს მოდის მესიჯი... უკაცრავად, ვეღარ მოვდივარ, და ათასი მიზეზი... შეგნებითს დონით უფრო ,,წინწასულები" ზუსტად ჩამოსვლის დღეს მეუბნებიან (რომ არ გამოჩნდებიან და ვურეკავ, მერე, თორემ ისე არც კადრულობენ დარეკვას) რომ აღარ მოდიან..


სხვა ტკივილია თანამშრომელი რომ გეუბნება: ,,ხვალიდან მივდივარ" ...


- რა ხვალიდან, რატომ, ხელფასი არ გიგვიანდება, საათებში ზიხარ, ზედმეტი საათები გინაზღაურდება - ორ არა, სამმაგად. რა მოხდა გაინტერესებს და პასუხი საოცრება გესმის: მუშაობა აღარ მინდოდეს არ მაქვს უფლება? ჩემო ძვირფასო, მეც მაქვს უფლება ამ დროს გაგისროლო გარეთ ანაზღაურების გარეშე მაგრამ არ ვკადრულობთ..


უფრო ,,დახვეწილი" ვერსიაც არსებობს: ოჯახის წევრების ცუდად ყოფნის მომიზეზება, მიდის და მერე ტელეფონზეც აღარ გპასუხობს... პატარა მოკვლევას ჩაატარებ და აღმოაჩენ, რომ დედაც კარგად ყავს და თვითონაც მშვენივრადაა...


რეგიონების სასტუმროების სევდა მოვყევი ეხლა თუ სხვა სფეროებში და თბილისშიც იგივე სევდისფერიებია?"- წერს ჰოტელიერი სოციალურ ქსელში.




კომენტარები:

ფართი შოპი