ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს გორს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

პოლიტიკა 14 Sep 2021 19:54

ჩვენ წელს  გორის 10 სოფელში დავასრულეთ წყალმომარაგების პროექტი და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ 14 000 მოსახლეს  მიეწოდება წყალი 24 საათის განმავლობაში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის წარდგენაზე განაცხადა.


მისი თქმით, 2022 წელს  გორის ყველა მცხოვრები ისარგებლებს  24 საათიანი წყალმომარაგებით.


„გორში  48 143 ბენეფიციარი 24 საათიან წყალმომარაგებით სარგებლობს, რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს „კვერნაკის“ უბანში და ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ მთელ გორს   ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ისევე, როგორც 2025 წლის ბოლოს,  ჩვენი ყველა ქალაქის მოსახლეობა ისარგებლებს წყლით  24 საათის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში, მიმდინარე  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ისტორიული სამეფო ქუჩა საინტერესო ადგილი იქნება როგორც  გორის მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.


ირაკლი ქარსელაძის თქმით, პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში 2 თვეა მიმდინარეობს გორის ცენტრალური პარკის სრული, კაპიტალური აღდგენის პროცესი და ასევე  სტალინის გამზირისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია.




კომენტარები:

ფართი შოპი