ზაზა გულიაშვილი - მე და ჩემს გუნდს გვაქვს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა

პოლიტიკა 14 Sep 2021 19:23

განვლილი 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ურთიერთთანამშრომლობით უამრავი პრობლემა მოვაგვარეთ, მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის სოფლებამდე მისასვლელი ასფალტირებული გზა, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწესრიგება, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული ბაღების რეაბილიტაცია, სოფლების გაზიფიცირება, სპორტული მოედნების და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა - განაცხადა, ,,ქართული ოცნების’’ ქარელის მერობის კანდიდატმა ზაზა გულიაშვილმა წარდგენისას.


მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა.


 „მე და ჩემს გუნდს გვაქვს განვითარების რეალისტური და მკაფიო გეგმა, რომელიც მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივების ინტერესებზეა მორგებული.  თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, ყველა იმ პრობლემას მოვაგვარებთ, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს. კარგად ვაცნობიერებ რამხელა პასუხისმგებლობაა ამ პოზიციაზე მუშაობა, რადგან უფლება არ მაქვს დიდი პასუხისმგებლობით არ ვემსახურო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სამართლიან, პატრიოტ და საკუთარ მხარეზე შეყვარებულ მშრომელ ადამიანებს.


მინდა წარმოგიდგინოთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ჯუმბერ შუბითიძე, ყარამან როინიშვილი, მამუკა კოკოზაშვილი, გელა ჭყოიძე, გიგა მამისარაშვილი, კობა ნახუცრიშვილი, მიხეილ ხათაშვილი, ზაზა დაბრუნდაშვილი, გიორგი გრიგალაშვილი“ - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა. 




კომენტარები:

ფართი შოპი