"კმაყოფილი ვარ, რომ ვარსებობ", - გიორგი ასათიანი, ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

09 Jul 2018 15:35

გიორგი ასათიანი გახლავთ ლაზერული ფიზიკის სპეციალისტი, პროფესორი, ნობელიანტის თანაავტორი, ტელე-წამყვანი;

 

მაღიზიანებს -  ცოდვები;

ვგრძნობ -  სითბოს და სიყვარულს;

მეშინია - ჯოჯოხეთის;

ვიცი - რეალობა;

არ ვიცი - ყველაფერი;

შემიძლია - სიყვარულის სწავლა;

არ შემიძლია - ბოროტება;

ვმეგობრობ - მოყვასთან;

ვაპატიებ - ყველას და ყველაფერს უფლის გმობის გარდა;

ვტირი - საკუთარ და სხვის ცოდვებზე;

ვიცინი - არა, ვიღიმი ფარისევლობაზე;

ვეძებ - სასუფეველს;

ღირსი ვარ - უფლის სასჯელის;

ვჩხუბობ - მაშინ, როცა ვერ ვაგებინებ მოყვასს უფლის სამართალს;

ვკარგავ - ახლობლებს მათი ცოდვების მოუნანიებლობის გამო;

მშურს - რც მინდა გაფიქრება რომ ოდესმე მშურდა;

ვემალები - ცოდვებს;

ვემტერები - უფლის მტრებს, მაგრამ მაინც ქრისტეს ხატებას ვხედავ მათში;

მაინტერესებს - უკვდავების და ჭეშმარიტების არსი, რომელიც სულის უკვდავებაშია;

არ მაინტერესებს - ლუციფერი და მისი ლეგიონი და მათთან ერთად მათი მონები დედამიწაზე;

მახსოვს - ის, რომ მთელი ცხოვრება სინანული არ დამავიწყდეს; 

მრცხვენია - საკუთარი ცოდვების;

უარვყოფ - ერეტიკოსებს და მწვალებლებს;

ვავადმყოფობ - ცოდვების სიხშირისდა მიხედვით;

ვმალავ - ამპარტავნებას;

ვინახავ - სიწმინდეს, შეძლებისდაგვარად;

მწამს მამისა და ძისა და სულისა წმინდისა!

მიკვირს - ბოროტების;

მიხარია - სიკეთე და მოწყალება;

ვჭორაობ - უნებლიედ და შეუგნებლად;

ვდარდობ - ისევ და ისევ ცოდვებზე;

ვამაყობ - ქართველი წმინდანების არსებობით!

ვაკეთებ - საქმეს, კეთილად;

ვეფერები - მეუღლის სილამაზეს და სიკეთეს;

მსიამოვნებს - ის რაც სასიამოვნოა;

მესიზმრება - სიზმარი;

ვეხმარები - მათ, ვისი დახმარებაც შემიძლია;

ვეწევი - 23 წლის მერე არაფერს;

მწყინს - დაუფასებლობა და გაუტანლობა;

ვხარჯავ - შეძლებისდაგვარად;

ვღალატობ - გაფიქრებაც კი არ მინდა;

ვკამათობ - იქ, სადაც საკამათოა;

ვუხეშობ - მაშინ როცა იძულებული ვხდები;

ვუსმენ - გულისყურით;

ვყოყმანობ - გაუგებარ სიტუაციაში;

ვკითხულობ - ყველაფერს;

ვამზადებ - სახლს სასუფეველში;

ვუყურებ - მულტიმედიურ წყაროებს;

ვკლავ - ცოდვებს;

ვაფუჭებ - ნივთებს ხმარებისას;

ვცხოვრობ - საქართველოში;

ვცემ - პატივს მათ, ვისაც უფალი უყვარს მოყვასთან ერთად;

ვყვირი - როდესაც ვერ ვაგონებ ხმას;

ვმღერი - უნებლიედ, სულის გამოძახილის სახით;

ვასრულებ - ღვთის მცნებებს;

დავდივარ - ტაძარში;

ვმკურნალობ - ისევ და ისევ ცოდვებს;

ვერიდები - ბოროტებას;

ვთამაშობ - კალათბურთს, ფეხბურთს, სხეულის გაჯანსაღების მიზნით;

ვიტყუები - უფლის მიმართ, უნებლიედ;

ვეთაყვანები - მამას და ძეს და სულიწმიდას;

ვგიჟდები – იკეთეზე, თავმდაბლობაზე, სიყვარულზე;

მიყვარს - უფალი და მოყვასი;

ვოცნებობ - სასუფეველში ნეტარებაზე;

ვფიქრობ - დაუსრულებლად;

მძულს - ეშმაკები და მათი მიმდევრები;

ვნანობ - ცოდვებისთვის დათმობილ დროზე;

კმაყოფილი ვარ - რომ ვარსებობ და მოველი უფლის მეორედ მოსვლას;

მენატრება - უფალი იესო ქრისტე და წმინდა გაბრიელ ბერი;

მსურს - ყველა გადარჩეს;

ვაგროვებ - მოწყალების გაცემას და სიკეთეს;

ვიხდი - გადასახადებს;

ვეჭვიანობ - ვისზე?

ვკაიფობ“ - ლუციფერზე;

ვიზიდავ - მგონი არაფერს;

ვალამაზებ - სიცოცხლეს;

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba