კას­პის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "მე­დალ­ფა­ში" მშო­ბი­ა­რე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა

03 Jul 2018 13:52

პირ­ველ ივ­ლისს კას­პის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "მე­დალ­ფა­ში" მშო­ბი­ა­რე ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. და­ღუ­პუ­ლი 31 წლის ნონა ტა­ტა­ნაშ­ვი­ლია. ახალ­გაზ­რდა ქალი და­ი­ღუ­პა, ბავ­შვი კი გა­დარ­ჩა და ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნას სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.


"ეს პირ­ვე­ლი შვი­ლი იყო ამ ოჯა­ხის­თვის" - გა­ნუ­ცხა­და შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იო­სებ მარ­ღიშ­ვილ­მა. პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სო­ფელ მე­ტე­ხი­დან შე­იყ­ვა­ნეს.


"მთე­ლი სო­ფე­ლი შეძ­რა ამ ტრა­გე­დი­ამ. ოჯა­ხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ელო­დე­ბა. სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს," - გა­ნა­ცხა­და სოფ­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.


"მე­დალ­ფა­ში" ამ­ბო­ბენ, რომ მათ მხო­ლოდ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა შე­უძ­ლი­ათ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.


"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ უკვე და­ი­წყო მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა.


"ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ად­გილ­ზე მუ­შა­ო­ბენ და და­წყე­ბუ­ლი აქვთ სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შეს­წავ­ლა. შემ­დეგ ეტაპ­ზე სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რე­ცენ­ზენ­ტე­ბის მხრი­დან კლი­ნი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა და ვნა­ხავთ რა დას­კვნა­ზე გა­ვალთ. ვი­ცით, რომ ეს იყო სა­კე­ის­რო კვე­თა, კვე­თის შემ­დეგ გან­ვი­თარ­და სის­ხლდე­ნა და ამას მოჰ­ყვა გარ­თუ­ლე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დად­გინ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის შეს­წავ­ლის შემ­დგომ.


რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ჩემ­თვის უც­ნო­ბია ცხედ­რის გაკ­ვე­თა გან­ხორ­ცი­ელ­და თუ არა,“ - გა­ნა­ცხა­და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ნინო ხუ­ციშ­ვილ­მა.


წყარო

კომენტარები:

ფართი შოპი