აკადემოკოსი რისმაგ გორდეზიანი მოუწოდებს თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან

ხალხის ხმა 07 Aug 2021 10:41

აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი სინოვაკის ვაქცინით აიცრა. 81 წლის მეცნიერმა შინ მომსახურების სერვისით ისარგებლა და ოჯახის წევრებთან ერთად ჩაერთო განათლების სისტემის წარმომადგენელთა იმუნიზაციის პროცესში. რისმაგ გორდეზიანი მოუწოდებს თავის კოლეგებსა და სტუდენტებს, პატივი სცენ მეცნიერების მნიშვნელოვან მიღწევებს, გამოხატონ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას და აიცრან. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის გარანტიაა.


საქართველოს მასშტაბით განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის გამოყოფილ ამცრელ კაბინეტებში აქტიურად მიმდინარეობს საჯარო და კერძო სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. ამ დროისათვის ვაქცინირებულია მასწავლებელთა 20%-ზე მეტი.



კომენტარები:

ფართი შოპი