გიორგი კვირიკაშვლი, თეა წულუკიანთან და კიდევ რამდენიმე მინისტრთან ერთად თანამდებობას დატოვებს (ექსკლუზივი)

11 Jun 2018 20:12

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვლი, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და კიდევ რამდენიმე მინისტრთან ერთად თანამდებობას დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ "მხარეს", "ქართული ოცნების" კულუარებიდან აცნობეს. 


როგორც ირკვევა, ასევე გადაწყვეტილია შს მინისიტრის, გიორგი გახარიას გადანაცვლების საკითხიც, ის გიორგი კვირიკაშვილს ჩაანაცვლებს, თუმცა, კიდევ ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს გიორგი კვირიკაშვილთან და ეა წულუკიანთან ერთად, ამ დროისთვის უცნობია. შესაბამისი განცხადების გაკეთება მთავრობის კანცელარიაში უახლოეს დღეებში იგეგმება.


გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე საუბარი გასულ გაზაფხულზეც, აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა მაშინ სამთავრობო ცვლილებები ორი მინისტრის ცვლილებით შემოიფარგლა, პრემიერი კი დაგვპირდა, რომ მინიმუმ რამდენიმე წელი თანამდებობაზე დარჩებოდა. 


"ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ტაიმერი რამდენიმე წელი მინიმუმ არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ, ასე ვთქვათ, მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


როგორც ჩანს, იმ ადამიანების ტაიმერმა, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე, დროზე ადრე დარეკეს, პროცესი კი ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმემ დააჩქარა. როგორც გვეუბნებიან, მას მერე რაც აქციაზე საკუთარი ნებით მისული პრემიერი გინებითა და ბოთლების სროლით გააძევეს, პრემიერის გადაყენების საკითხი ბუნებრივად მომწიფდა.


ვინ დაიკავებს თეა წულუკიანის და გიორგი გახარიას ადგილს, ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ არის.


კომენტარები:

ფართი შოპი