თენგიზ ცერცვაძე - თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან, ეს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, დიდი დაბადების დღეები, კონფერენციები თუ აქციები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა განაპირობა როგორც „დელტას“ შტამის ცირკულაციამ, ასევე ხალხმრავალმა შეკრებებმა და რეკომენდაციების არშესრულებამ.


ამიტომ, მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველა აუცილებელი რეკომენდაცია დაიცვან და ატარონ პირბადე.


„დელტას“ შტამი დადასტურებულად უფრო იოლად გადამდებია და სწრაფად ვრცელდება. დადასტურებულად უფრო მძიმე შემთხვევებს იწვევს და დაახლოებით 2-ჯერ ზრდის ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილიანობას. „დელტას“ შტამი ცალსახად ერთ-ერთი მიზეზია ინფიცირებულთა ზრდის. მეორე მიზეზია ის,რომ მოსახლეობამ არასწორად გაიგო იმ შეზუდევის მოხსნა, რაც განხორციელდა. ჩათვალეს, რომ ის შეზღუდვები,რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბიზნესია და ეკონომიკისთვის, მოიხნა, რაც ნიშნავს, რომ ყველანაირი ვალდებულება მოიხსნა. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, ვალდებულებები არ მოხსნილა, მოიხსნა ის შეზღუდვები, რომელიც ადამიანების ნორმალურ ცხოვრებას ხელს უშლიდა, მაგრამ არავის გაუუქმებია პირბადეების ტარება დახურულ და ღია სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე. ერთადერთი ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან,ე ს არის ქორწილი, ჭირის სუფრა, თუნდაც დიდი დაბადების დღეები, შეკრებები, კონფერენციები, აქციები, მიტინგები, ყველაფერი ამისგან ცოტა ხანი თავი შევიკავოთ, სანამ ეს ტალღა ან ბუნებრივადა არ წავა კლებისკენ ან ქვეყანაში იმდენი იმუნური ფენა არ გვეყოლება, რომ უკვე ამან გახადოს შესაძლებელი ზრდის ტენდენციის შეჩერება“,-განაცხადა ცერცვაძემ.


კითხვაზე, რა ნიშნულზე უნდა ავიდეს ინფიცირებულთა მაჩვენებელი, რომ შეზღუდვების შესაძლო დაწესების საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგეს, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ ეს მანამდე არ უნდა მოხდეს, სანამ ჯანდაცვის სექტორი სიტუაციას უმკლავდება.


„ახალი შემთხვევების რიცხვით არ უნდა განისაზღვროს იმდენად შეზღუდვების შემოღება-არშემოღება, რამდენადაც იმით, კლინიკური სექტორი რამდენად იქნება მზად რომ ამ გაზრდილ დატვირთვებს გაუძლოს. სანამ ჯანდაცვის სექტორს შეუძლია, რომ მიიღოს ზრდადი დატვირთვები და მართოს პაციენტთა ნაკადი ნორმალურად ისე, რომ არ შეიქმნას კრიტიკული სიტუაციები, როგორც იყო ნოემბერ-დეკემბერში, მანადმე შეზღუდვების შემოღებას და უკან დაბრუნებას მე არ ვპროგნოზირებ და არც მხარს ვუჭერ“-განაცხადა ცერცვაძემ.


მისი შეფასებით, საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმას, რომ შესაძლოა ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდეს.


„საზოგადოება ვერ აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომ ის სიტუაცია, რაც დღესაა,არ არის იმის გარანტია, რომ ეს სტაბილურად შენარჩუნდება.შეიძლება ისევ დაირღვეს წონასწორობა და ისევ გახდეს სიტუაცია ძნელად მართვადი. აი, ეს უნდა გაითავლისწინოს ყველამ. გამოვიყენოთ პირბადეები, როგორმე თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებისგან და ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი