„ხალხნო, არ ვიტყუები… ახალი ტალღა წამოვიდა“ ​- სტეფანე მღებრიშვილი ინფორმაციას ავრცელებს

ქართული ესტრადის მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც შვილის ძიძას გადახდა თავს.


„ხალხნო, არ ვიტყუები… ახალი ტალღა წამოვიდა

აცრილების ეშინიათ!


დღეს ჩვენს ძიძას უთხრეს მაღაზიაში მეზობელმა: „გაიწიე შორს დადექი, აცრილი ხარ!.


ვირუსის არ ეშინიათ და ფაიზერით აცრილის ეშინიათ, ვინც უთხრა, თვითონ კორონით კვდებოდა და ძლივს გადაარჩინეს,“ - წერს სტეფანე.


ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში 13792 ადამიანი აიცრა. ერთი დოზით აცრილთა სტატისტიკა 334312-ია, ხოლო ორივე დოზით 161069 ადამიანი.




კომენტარები:

ფართი შოპი