უქმე დღეებში მუშაობაზე მოქალაქეებს ხელფასი გაორმაგებული ოდენობით უნდა დაერიცხოს - საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტი განიხილავს

უქმე დღეებში მუშაობაზე მოქალაქეებს ხელფასი გაორმაგებული ოდენობით უნდა დაერიცხოს. ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდაშვილმა პარლამენტს მიმართა.


საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.


საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, შრომის კოდექსის მოქმედ ვარიანტში მითითებულია, რომ უქმე დღეებში მუშაობა ზეგანაკვეთურად მიიჩნევა, თუმცა, ანაზღაურების პირობები ბუნდოვანია, მანამ სანამ ოფიციალურად არ განისაზღვრება ზეგანაკვეთური დროის ანაზღაურება 1,5-ჯერ მეტით.


მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.





კომენტარები:

ფართი შოპი