მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე საგურამოს დღის ცენტრში 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

საგურამოში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ ადმინისტრირებულ საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ 5 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ გახსნეს.


დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ.


მოწვეული სტუმრების წინაშე ანგარიშით წარსდგა EDEC-ის ბავშვთა დაცვის პროგრამების მენეჯერი სოფიო კუპატაძე და გასული 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა.


შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბელა გოგუა.  


ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ  დღის ცენტრის მხარდამჭერი და მეგობარი ორგანიზაციების, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, ასოციაციების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.


დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოწვეული სტუმრებისთვის, საკუთარი ხელით, ადგილზე დაამზადეს სუვენირები. ღონისძიების ბოლოს კი სტუმრებს ტკბილეულითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდნენ.





კომენტარები:

ფართი შოპი