თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში პედაგოგებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამედიცინო უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ახალ სივრცეში პედაგოგებისთვის ცალკე სივრცე მოეწყობა, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე აცრა შეეძლებათ.


გაბუნიას განმარტებით, ვაქცინაციის პროცესში ქვეყნის მასშტაბით პედაგოგებისთვის განსაკუთრებული ხელშეწყობა მოხდება, რათა ახალი სასწავლო წელი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.


„დღეს მუშაობა დაიწყო ახალმა, მასიური ვაქცინაციის ცენტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. როგორც იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხო, სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის, სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონლისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინცია, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებით და ნებით მოხდეს შეუფერხებლად და არანაირი ადმინისტრაციული და ტექნისკური ბარიერი არ შეხვდეთ ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა გაბუნიამ.


მისივე განმარტებით, ვაქცინაციის პროცესი სოფლებში აქტიურად დაიწყება.


„ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება გრძელდება, დღეს, დამატებითი დოზები კიდევ მივიღეთ და ასე გაგრძელდება ყოველკვირეულად, ვიდრე არ ამოიწურება ჩვენთვის განკუთვნილი მილიონზე ოდნავ მეტი დოზა „ფაიზერის“, ასე, რომ ქვეყანაში ვაქცინების მარაგი არის საკმარისი, ვაქცინაციის ცენტრები და ადგილები ყოველდღიურად ემატება, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა წერტილში, სოფლად დაიწყება ასევე ვაქცინაცია აქტიურად. აჭარამ დაიწყო ეს პროცესი და სხვა რეგიონებშიც დაიწყება იგივე პრაქტიკა ოჯახის ექიმების ჩართულობით, ასე რომ, მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და ძალიან სწრაფად მომართონ ვაქიცნაციის ცენტრებს“, - განაცხადა გაბუნიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი