რა ფასი ექნება წელს თხილს – ინტერვიუ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან

ინტერვიუ 31 Jul 2021 07:35

„ვისაც არ სურს მოსავლის მოყვანა, ვერ ვაიძულებთ,“ – ამბობს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, რომელსაც „შთამბეჭდავ სეზონზე“ საუბრის დროს ვკითხეთ: რატომ გარბიან ადამიანები საკუთარი თხილის ბაღებიდან და თურქეთში რატომ ურჩევნიათ თხილის ან ჩაის კრეფა?


რა ფასი ექნება წელს თხილს და სად გაიყიდება მოსავალი? – „ბათუმელებმა“ გიორგი ხანიშვილს თხილის სეზონზე დაუსვა რამდენიმე შეკითხვა.


  • ბატონო გიორგიროგორი იქნება წელს სავარაუდოდ თხილის ფასიცნობილიარომ უხვმოსავლიანობაა


წელს არის 15- 20 პროცენტით უფრო მეტი მოსავალი, ვიდრე გასულ წელს. ჯამში 70 ათას ტონა მოსავალს ველოდებით.


საბაზრო პოლიტიკაზე ვფიქრობთ, რომ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე წინა წელს. პროგნოზის გაკეთება არ არის კარგი, თუმცა ფაქტია, რომ უფრო მაღალი ფასებით ხდება თხილის ჩაბარება უკვე. ძირითადი მოსავლის აღება, როგორც წესი, აგვისტოდან იწყება. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონი იქნება შთამბეჭდავი.


ჩვენ გასულ წელს მოსავლიანობის 90-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, რაც აისახა თითოეული ფერმერის და ექსპორტიორის შემოსავლებზე. ვფიქრობთ, გაუმჯობესებული შესაძლებლობა მეტ სტიმულს მისცემს ჩვენს ფერმერებს, რომ თხილის ბაღები უფრო მეტი გააშენონ, მეტად იზრუნონ ხარისხის გაუმჯობესებაზე.


გიორგი ხანიშვილი:


  • მეთხილეებმა გვითხრესრომ დაახლოებით 4 ლარი ღირს ჯერ თხილიეს მათთვის გაიაფებას ნიშნავსრადგან ცნობილია ლარის ინფლაციის ამბავი


ფასი ბაზარზეა დამოკიდებული. მე ვთქვი, რომ ეს დინამიკა არის მუდმივად მზარდი. ზოგი ნედლი თხილის ფასს ითვლის, ზოგი – გამშრალს, ამიტომ ფასები ძალიან მაღალია წელს და გასულ წელთან შედარებით უკეთესი საბაზრო პოლიტიკაა. ეს ბაზარია, თავისუფალი ფასწარმოქმნაა და აქ ციფრებზე საუბარი არაკორექტული მგონია.


მსოფლიო ბაზარზე თხილის მთავარი მიმწოდებელი თურქეთიასადაც წელს განსაკუთრებით უხვი მოსავალიაეს რამდენად აისახება ქართული თხილის ფასზე


რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ მსოფლიო ბაზრის ნაწილი და აისახება. თუმცა არ ვფიქრობ, რომ გასულ წელთან შედარებით თხილის ფასი საქართველოში შემცირდება. გასულ წელსაც საკმაოდ შთამბეჭდავი მოსავალი იყო თურქეთში. იცით თქვენ, რომ დაგეგმილია თურქეთის და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრების ვიზიტებიც საქართველოში.


  • რა გამოწვევა გვაქვს თხილის ექსპორტის კუთხით


დღეს თხილის აბსოლუტური უმრავლესობა შედის ევროპის ბაზარზე, ძირითადად, გერმანიასა და იტალიაში. ქართულ თხილში საკმაოდ მაღალ ფასს იხდიან. ეს არის დაახლოებით 10 ლარი მაღალხარისხიან თხილში, რაც მსოფლიო ბაზრის ადეკვატურია. ყველა ხარისხის თხილს აქვს ადეკვატური ფასი, პრობლემა არანაირი არ გვაქვს. ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ თუ მოიყვანს მაღალი ხარისხის თხილს, მიიღებს მაღალ ფასს.


სამწუხაროდ, საშუალო სტატისტიკური მოსავლიანობა დაბალია საქართველოში, ეს არის სადღაც 700 კილოგრამის ფარგლებში. ეს, ბუნებრივია, ცოტაა – უნდა იყოს მინიმუმ ორი ტონა, ორ-ტონანახევარი. ვცდილობთ, რომ ჯერ მივაღწიოთ 1000 კილოგრამამდე. ამასთან, უნდა გაუმჯობესდეს მოყვანილი თხილის ხარისხობრივი მაჩვენებელი. ვისაც მოჰყავს თხილი და იცავს ტექნოლოგიებს, ბუნებრივია, ყიდის თხილს მაღალ ფასში. ფაქტია ისიც, რომ მოთხოვნა თხილზე მსოფლიო ბაზარზე ბევრად უფრო ჭარბია, ვიდრე მიწოდება.


  • რა კეთდება იმისთვისრომ ხარისხი გაიზარდოსმაგალითადმეთხილე ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელმა – ოთარ შეროზიამ გვითხრარომ პრობლემაა ამ დრომდე შეწამვლის სტანდარტის არარსებობა – მეთხილეებმა არ იციანროგორ და რით უნდა შეწამლონ თხილის ბაღები


არსებობს ტექნიკური რეგლამენტი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული პარამეტრები, ჩვენ ასევე ვასტიმულირებთ საშრობების მოწყობას, ვაშენებთ საწარმოებს. სახელმწიფო გრანტები გაიცემა. არსებობს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, ჩვენ ვაფინანსებთ მათ ხელმძღვანელებს, ე.წ. პირამიდის პრინციპით კეთდება ეს, რომ უფრო მეტი ცოდნა გადავცეთ ფერმერებს.


  • ანუ პესტიციდებზე გაქვთ კონკრეტული სტანდარტიმეთხილეთა კავშირში გვითხრესრომ მეთხილეებს შემოსავლის დაახლოებით 30 პროცენტი ეხარჯებათ პესტიციდებზე


ეს არის არასერიოზული ლაპარაკი, რას ნიშნავს 30 პროცენტი იხარჯება პესტიციდებზე? არ იცის, ეტყობა, რას ამბობს. მერაბ ჭითანავას ჰკითხეთ და გეტყვით… თხილის მოყვანის ხარჯები დაახლოებით მერყეობს 700 ლარის ფარგლებში.


თხილის მოსავალი წლების წინ იყო 20 ათასი ტონა და ახლა გვაქვს 60 ათასი ტონა.


რაც შეეხება ხარისხს – საშუალო გამოსავლიანობა იყო 15-20 პროცენტი და ახლა გვაქვს 40-პროცენტიანი გამოსავლიანობა. ეს მაჩვენებლები უმჯობესდება ყოველწლიურად. ვინმე თუ თვითონ ვერ უვლის თხილის ბაღს და ლაპარაკობს, ეს არ არის ნორმა. ამდენი თხილი რომ გადის ევროკავშირის ბაზარზე, რომ არ ვარგოდეს, როგორ ფიქრობთ, გაიტანდნენ?


  • პესტიციდებზე გეკითხებითგვინახავს მეთხილეებირომლებსაც არ აქვთ ინფორმაციარით შეწამლონ თხილის ბაღი.


ეს არის ტყუილი და არაკომპეტენტურობა, როცა არ იცის ადამიანმა და თუ არ იცის, სხვებს ნუ შეიყვანს შეცდომაში.


თხილის ფასი არის ხარისხის მიხედვით და არის ძალიან მაღალი ფასები. შესაძლებელია მარტივად გაერთიანდნენ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში მერაბ ჭითანავასთან და მიიღებენ კვალიფიციურ განმარტებებს, აღარ ექნებათ საწუწუნო.


ვინც არ უვლის და არ ატარებს აგროღონისძიებებს, ვერ მიიღებს თხილს და უხარისხო თხილში ფასს არავინ გადაუხდის.


როცა ადამიანი ცხოვრობს თბილისში და ვერ მიიღო ხარისხიანი მოსავალი სოფლად, ეს ვერ იქნება განმსაზღვრელი.


31 ათასი ჰექტრის მფლობელი 25 ათასი ფერმერი არის ასოციაციაში გაერთიანებული და თითოეული არის წარმატებული, მათზე დგას თხილის ასეთი მოსავალი. ხელოვნურად მის გაუბრალოებას ნუ ვეცდებით.


  • მეთხილეთა კავშირის ხელმძღვანელი გვესაუბრა კიდევ ერთ პრობლემაზე – საშრობი და სასაწყობე მეურნეობებიის განმარტავსრომ რადგან მეთხილე თხილის შენახვას ვერ ახერხებსიძულებულია აგვისტოში გაყიდოს იაფად ნედლი თხილი


ჩვენ საშრობებს და სასაწყობე მეურნეობების მოწყობასაც ვაფინანსებთ ყოველწლიურად. ყველას ვერ დავაფინანსებთ, რადგან რესურსი შეზღუდულია, მაგრამ ყოველწლიურად ფინანსდება რამდენიმე საშრობი. ადამიანებს, რომლებიც დებენ კონკრეტულ ბიზნესიდეებს, ვაფინანსებთ და მარტო სურვილი თუ აქვთ, ვერ მიიღებენ საშრობს.


არცერთი სრულყოფილი განაცხადი არ რჩება დაფინანსების გარეშე.


  • მაგალითადქობულეთში რამდენი საშრობის მოწყობა დაფინანსდა ბიუჯეტიდანაჭარის რეგიონში ქობულეთშია ყველაზე მასშტაბური თხილის კულტურა და ამიტომ გეკითხებით


არ ვიცი, რამდენია, სიმართლე გითხრათ. მე არ მითქვამს, რომ რაც დავაფინანსეთ, ეს აბსოლუტურად საკმარისია…. მომდევნო გაზაფხულზე იქნება ისევ განაცხადების მიღება და შეეძლებათ მოგვმართონ. ფაქტია, ვისაც აქვს სურვილი ჰქონდეს თხილის ბაღი და მოიყვანოს ხარისხიანი მოსავალი, არავითარი ხელშემშლელი გარემოება დღეს არ არსებობს.


  • თქვენი აზრითრატომ გარბიან ადამიანები საკუთარი თხილის ბაღებიდან თურქეთში თხილის საკრეფადან რატომ ურჩევნიათ ჩაის კრეფაან გერმანიაში 500 მუშახელის ვაკანსიის დაკავება უცებ რატომ მოინდომა დაახლოებით 100 ათასმა კაცმა?


არაფერი ეს ახლოს არაა რეალობასთან და ამ ინტრიგების ხლართვას მოეშვით… როდესაც არის დარგი წარმატებული, როდესაც ჩვენ შევძელით ბოლო 2 წელიწადში 14 ათასი ტონა თხილის მოსავლის გაზრდა 70 ათას ტონამდე, მსოფლიო ბაზარზე გავედით, მკვეთრად გაიზარდა ხარისხობრივი მაჩვენებლები, თქვენ კი, მესაუბრებით იმ გამონაკლისებზე, რომლებიც არ უვლიან თხილს და ვერ მიიღეს კარგი მოსავალი.


დღეს სამეგრელოშიც ვერ შოულობენ თხილის მკრეფავებს, თხილის მკრეფავები არ არიან ქვეყანაში, ამიტომ ცალსახად ასე მსჯელობა ზუსტადაც არის არასწორი… 


მიდის თურქეთში იმიტომ, რომ არ უვლის, ჩემო ბატონო. ეს ადამიანის ნებაზეა – თავის ბაღს მოუვლის, თუ არ მოუვლის. მოვლილი თხილის ბაღი იძლევა გარანტირებულ შემოსავალს ჰექტარზე საშუალოდ 20 ათას ლარს… ვინც უვლის, ის ბაღები ნახეთ და ნახეთ ხარისხი. 


თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ყველაფერზე, მაგრამ წარმატება სახეზეა. მთავრობას ვინც მიყვება რეკომენდაციებში, მას აქვს ხარისხიანი მოსავალი და შესაბამისი შემოსავალიც. ვისაც არ სურს მოსავლის მოყვანა, მას ვერ ვაიძულებთ.


batumelebi.ge



კომენტარები:

ფართი შოპი