სამეგრელო-ზემო სვანეთში სამეწარმეო-საინვესტიციო ფორუმი გაიმართა


გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში ფაზა 2 ის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პარტნიორობით, სამგერელო-ზემო სვანეთის სამეწარმეო-საინვესტიცო ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანია რეგიონის საინვესტიცო პოტენციალის წარმოჩენა, მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების გამოკვეთა და მათი გაძლიერების შესაძლებლობების გარშემო დისკუსიის წარმართვა.

 

ფორუმზე გაიმართა 3 პანელური განხილვა, სადაც მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენელებს საშუალება ქონდათ წარმოეჩინათ თავიანთი საინვესტიციო პროფილები.

 

რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები და საინვეტიციო წინადადებები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ წარადგინა.

 

ბიზნეს ფორუმში მონაწილეობა მიიღეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და გაეროს განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვამ.

 

ავსტრიისა და შვეიცარიის განვითარების სააგენტოებთან თანამშრომლობით გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობს ინვესტორების დაინტერესებას, ადგილობრივი მეწარმეების განვითარებას და საინვესტიციო ფორუმების ჩატარებას საქართველოს რეგიონებში.

 

საინვესტიციო ფორუმი კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არსებული ჯანდაცვის სამინიტროს შესაბამისი რეგულაციების დაცვით ჩატარდა.



კომენტარები:

ფართი შოპი