„ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... ქვე­ბითაც გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში და მან­ქა­ნის ძველი სა­ბუ­რა­ვებითაც" - როგორ იწყებოდა ლაშა ბექაურის რთული გზა მწვერვალისკენ

სპორტი 29 Jul 2021 00:20

ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბე­ქა­უ­რი სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­და­ნაა. 6 წლის ასაკ­ში სწო­რედ იქ და­ი­წყო ძი­უ­დო­ში ვარ­ჯი­ში. დარ­ბა­ზი, სა­დაც ვარ­ჯი­შობ­დნენ, დღეს დან­გრე­ვის პი­რა­სა, თუმ­ცა არც თხუთ­მე­ტი­ო­დე წლის წინ იყო კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი - მე­ო­რა­დი ლე­ი­ბე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი სპორ­ტუ­ლი ინ­ვენ­ტა­რის გა­რე­შე.


ლა­შამ ბავ­შვო­ბის წლე­ბი გა­იხ­სე­ნა, რომ­ლე­ბიც არც ისე მარ­ტი­ვი იყო:


"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გი­რე­ბი და ჰან­ტე­ლე­ბი რომ არ გვქონ­და, ქვე­ბით გვი­წევ­და ვარ­ჯი­ში. მან­ქა­ნის ძველ სა­ბუ­რა­ვებს გა­მო­ვი­ბამ­დით ქა­მარ­ზე და ისე დავ­რბო­დით, ერ­თმა­ნეთს ვე­ჯიბ­რე­ბო­დით... ჩემი სახ­ლი­დან ამ დარ­ბა­ზამ­დე, 13 კი­ლო­მეტ­რი იყო და ბი­ჭე­ბი ფე­ხით დავ­დი­ო­დით ამ მან­ძილს, ამ­ხე­ლა გზა­ზე სი­ა­რუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო...


ახლა წარმომიდგენია ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს. მინდა მივულოცო ეს გამარჯვება მთლიანად საქართველოს. ვიცი, რომ სამშობლო და ჩემი ხალხი ძალიან ბედნიერია ჩემი გამარჯვებით. ამიტომ ვიბრძოლე დღეს სამშობლოსთვის და დამიფასდა ეს შრომა, ეს ბრძოლა. გავხდი ოლიმპიური ჩემპიონი და ავიხდინე ეს დიდი ოცნება. ეს ყველამ ერთად გავაკეთეთ, ძიუდოს მთლიანმა გუნდმა, ჩვენმა ექიმებმა და ამისთვის მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. ძალიან მიყვარხართ მთლიანად საქართველო და ჩემი ხალხი", - აღნიშნა ჩემპიონმა.



რეზონანსი



კომენტარები:

ფართი შოპი