„მთავარმა არხმა“ თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

TV - ამბები 23 Jul 2021 16:25

„მთავარმა არხმა“ წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა


„ქალბატონო თეა, დაგვიბრუნეთ წართმეული მიკროფონი“ - ჟურნალისტები თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართავენ.


„ჩვენ, „მთავარი არხი“ და კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის უკულტურო და აგრესიულ ქმედებაზე გამოძიების დაწყებას და ჩვენი კომპანიის კუთვნილი ნივთის დაბრუნებას ვითხოვთ. ჯერჯერობით, ძალოვან უწყებებს კანონდამრღვევი ვიცე-პრემიერის ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მოუხდენია“, - აცხადებენ მთავარი არხის წარმომადგენლები.



„განუწყვეტელი შეტევის ქვეშ ვართ“ - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მთავარ საგამოძიებო ორგანოსთან განაცხადა.

„ჩვენი მიკროფონის წართმევა, ძალადობა გუშინ, ორი დანაშაულის შემცველი, პირველი ვიცე-პრემიერის, წულუკიანის მიერ არის მორიგი თავდასხმის ინსპირაცია ჟურნალისტებზე, ძალადობის მორიგი ტალღის წახალისება, ღიად, პირდაპირ და აბსოლუტურად ცინიკურად.


ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მთავრობის წევრმა ჟურნალისტს მოჰპარა მიკროფონი, მიითვისა სხვისი საკუთრება და ამით ჩაიდინა ძარცვა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა.


სრული ტყუილია, რომ ჩვენ ვშლიდით პრემიერას. სპექტაკლი დაწყებული არ იყო, ჩვენ ვიმყოფებოდით დარბაზში და გვინდოდა კომენტარი ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, იმ ქალთა სოლიდარობასთან დაკავშირებით, რომლებზეც პარლამენტში კაცმა დეპუტატებმა იძალადეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარის ნაცვლად უკვე ქალმა იძალადა, ჩვენს ქალ ჟურნალისტზე და მთლიანად მედიაზე“, - განაცხადა გვარამიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი