,,მე დავიღალე – თქვენ გააგრძელეთ …” – ვახო სანაია

TV - ამბები 22 Jul 2021 09:37

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

,,ავიღოთ ნებისმიერი მიმართულება.

რა ვიცი, თუ მოგწონთ, ვიყოთ ასე

● ეკონომიკა – მიწასთანაა გასწორებული

● სიღარიბე – თავადაც გრძნობთ

● ფასები – ამასაც თავადაც გრძნობთ

● ლარის კურსი – ვარსკვლავებს ეთამაშება

● საგარეო ვალი – კრიტიკულ ზღვარს მიღმა

● კოვიდი – კატასტროფული სტატისტიკა

● შიდა პოლიტიკა – არაფორმალური მმართველის მარიონეტების თეატრი

● საგარეო პოლიტიკა – ყველა პარტნიორი საქართველოს აკრიტიკებს

● რუსეთი – ფლირტი, თანამშრომლობა, ერთობლივი სპეცოპერაციები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, აყვავებული პროპაგანდა

● ოკუპირებული ტერიტორიები – მივიწყებული

● ინტერნეტი – ტროლები და ბოტები.

● მედია – ჟურნალისტებს ქუჩაში ხოცავენ; დამფუძნებლებს სასამართლოში დაატარებენ; ემუქრებიან.

● პრემიერ-მინისტრი – ჰომოფობი, მოძალადე

● სუსი – ტოტალური თვალთვალი და მოსმენა

● სასამართლო – აქ კომენტარი ზედმეტია

● პროკურატურა – ერთი კაცის კანტორა

● ცესკო – ერთი კაცის კანტორა

● კორუფცია – აყვავდა

● განათლების სისტემა – ნულს ქვემოთ

● ეკლესია – ბოლომდე დისკრედიტირებული

● ფეხბურთი – სრული იმედგაცრუება

● მომავალი – სრული უპერსპექტივობა

● ხალხი – გარბის ქვეყნიდან

მე დავიღალე – თქვენ გააგრძელეთ …”





კომენტარები:

ფართი შოპი