„თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დავასვენებთ - ზღვაზე თუ მთაში“

სხვადასხვა 22 Jul 2021 08:56

სად წავიყვანოთ ბავშვები დასასვენებლად - ზღვაზე თუ მთაში? - ამ თემაზე პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა,  თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დავასვენებთ:


„თანამედროვე ოჯახში, სადაც ყველა მუშაობს, მთა და ზღვა - ორივე ერთად ვერ ხერხდება, ფინანსურადაც საკმაოდ რთულია. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, არჩევანი წინაშე შეიძლება იყვნენ მშობლები. თუ ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად დაასვენებთ - ზღვაზე თუ მთაში. ზღვასთან მიმართებაში არის მთელი რიგი კრიტერიუმები, რომლებიც ცოტა უფრო ართულებს მცირეწლოვან ბავშვთან ერთად დასვენებას, გაცილებით უფრო მეტ დეტალზე ყურადღების მიქცევაა საჭირო. 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან განსაკუთრებით, აუცილებელია გათვალიწინებულ იქნას, რომ მზის დამცავის მაღალფაქტორიანი კრემი, რომელიც სპეციფიკური იქნება ჩვილებისთვის. პარფიუმერიის შემცველი მზის დამცავები პრობლემური, ალერგიული შეიძლება აღმოჩნდეს. 


იქ არის მთელი რიგი რეჟიმის დაცვა - 10-დან 6 საათამდე არ არის სასურველი მზეზე გაყვანა, ეს უნდა მოხდეს, აუცილებლად დილით 10 საათამდე ან 6-ის შემდეგ. გასათვალისწინებელია არამატო მზის, ასავე სითბური დარტმა, რომელიც თუნდაც ჩრდილის პირობებში შესაძლებელია. მოკლედ, ზღვაზე უფრო მეტი საფიქრალია, ვიდრე მთაში,“ - აღნიშნა ეკა უბერმა.


მისივე თქმით, სასურველია დასვენება იყოს ხანგრძლივი, მინიმუმ 14-დღიანი:

„რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო უჭირს აკლიმატიზაცია. ზოგადად, დადგენილია, რომ 7-10 დღე სჭირდება ბავშვს ახალ კლიმატურ პირობებთან შესაგუებლად - ეს შეიძლება იყოს: 


ძილის პროცესის დარღვევა, გაღიზიანებადობა, ჭირვეულობა, უმადობა. 7-10 დღე არის შეგუება ამ ახალ პირობებთან, შემდგომში იწყება ადატპაცია და ამასობაში მთავრდება დასვენებაც. ამიტომ რა თქმა უნდა, სასურველია დასვენება იყოს ხანგრძლივი, მინიმუმ 14-დღიანი“ - განაცხადა პედიატრმა.

მან ასევე ისაუბრა ჩვილების მაღალმთიან რეგიონებში დასვენების საკითხზეც:

„ის, რომ მაღალმთიან რეგიონებში ჩვილის აყვანა არ არის სასურველი, აბსოლუტურად მცდარი მოსაზრებაა. ერთადერთი - რაც უფრო ჩვილია, განსაკუთრებით 3 წლამდე ასაკის ბავშვზეა საუბარი, როდესაც ავადობის რისკები შედარებით უფრო მაღალია, ასე თუ ისე, ახლოს უნდა სამედიცინო დაწესებულება, სადაც პატარას ადეკვატურ დახმარებას აღმოუჩენენ“, - აღნიშნა ეკა უბერმა.


მისივე თქმით, მთავარია, რომ ბავშვი დავასვენოთ სიმწვანეში, სადაც იქნება ბევრი ჟანგბადი:

„ეს იქნება სოფლად, თუ მაღალმთიან კურორტებში, რა თქმა უნდა, ამას დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ფიჭვნარი და მიკროკლიმატი საუკეთესოა, თუმცა უნდა გამოვყოთ ის ბავშვები, რომელთაც ალერგიული დაავადებების მაღალი რისკი აქვთ. თუ ბავშვს აქვს გარკევეულ მცენარეზე ალერგიული კომპონენტით განპირობებული ბრონქული ასთმა თუ სხვა ალერგიული გამოვლინენები, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იქნას გამორიცხული რისკები, რადგან შესაძლებელია მაღალმთიან სოფლებში ის კონკრეტული მცენარეები ყვაოდეს და პირიქით, სარგებლის ნაცვად, ზიანი მოუტანოს ბავშვს. ამიტომ ეს კონკრეტული კომპონენტები აუცილებლად გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ეკა უბერმა.


როგორც პედიატრმა აღნიშნა, ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, თუმცა მტკიცებითი მედიცინა ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს:

„მტკიცებითი მედიცინა, ანუ ფაქტებზე დაფუძნებული მედიცინა, ამ კონკრეტულ ბუნებრივ სიკეთეებს დიდად ყურადღებას არ აქცევს. ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, ურეკის მაგნიტური ქვიშა, როდესაც გარემო არის სუფთა და მისაღები ადრეული ასაკის ბავშვისთვის. ყველამ ვიცით, რომ ძალიან ხშირია ნაწლავური ინფექციები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში და აქაც ძალიან ბევრი პრობლემა მოდის. ინფექციები წყლიდან, ქვიშიდან, რადგან ბავშვის კანი არის ძალიან ფაქიზი. სამწუხაროდ, კოვიდი არსად არ წასულა, ისევ და ისევ იგივე რეკომენდაციებია - პირბადე, ხელის ჰიგიენა და სოციალური დისტანცია და ალბათ ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ეს კომპონენტი - სადაც უფრო ნაკლები მჭიდრო კონტაქტები იქნება, იქ იქნება დასვენება კარგი“, - აღნიშნულ საკითხებზე პედიტრმა ეკა უბერმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.





კომენტარები:

ფართი შოპი