რომელი დაავადებების დროსაა ეფექტური საზამთროს დიეტა - საზამთროს პროცედურები

დიეტისთვის გამოიყენეთ შემდეგი ფორმულა: 1 კილოგრამი საზამთროს რბილობი სხეულის მასის ყოველ 10 კილოგრამზე. ოღონდ გაითვალისწინეთ: ასეთი დიეტა 5 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5-დღიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ დიეტა განაგრძოთ, ოღონდ ამჯერად რაციონში ჩართეთ ყველი, უშაქრო შვრიის ფაფა, უცხიმო თევზი და ბოსტნეული.



საზამთროს დიეტა რეკომენდებულია ჰიპერტონიის, ინფექციურ-ალერგიული დაავადებების, პოდაგრის, თირკმლის პრობლემებისა და საშარდე გზების დაავადებების დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში კი უკუნაჩვენებია.



საზამთრო აძლიერებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავათი, მაგნიუმით, იცავსსისხლნაკლულობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეებისგან. საზამთრო სამკურნალო დიეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი დაავადების დროს.



საზამთრო აუცილებელია მათთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვს დანიშნული. საზამთრო ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული შეშუპების დროს, აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ორგანიზმიდან ქოლეტერინის გამოყოფას,


წმენდს ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.



ხალხურ მედიცინაში საზამთროს იყენებენ ღრძილისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტისა და ანემიის დროს.


საზამთროს პროცედურები



  • საზამთროს ქერქი (თეთრი რბილობითურთ) კარგად გარეცხეთ, გამოაშრეთ, დააქუცმაცეთ, 2 სუფრის კოვზს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და ერთი საათით დადგით. ეს ნაყენი რეცხავს სანაღვლე გზებს და აქრობს ანთებას. მკურნალობის კურსი 2-3 კვირაა, მერე რამდენიმე თვე დაისვენეთ. ყოველ შემოდგომაზე და გაზაფხულზე თითო კურსი უნდა ჩატარდეს. გამომშრალი საზამთროს ქერქი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში ქაღალდის პარკით.


  • ასეთივე სამკურნალო თვისებები აქვს საზამთროს კურკას. გარეცხეთ, გააშრეთ და შეინახეთ, როცა დაგჭირდებათ, დაფქვით. ორ სუფრის კოვზ დაფქულ თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააგრილეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.


  • საოჯახო პრაქტიკა: სქელქერქიანი საზამთროს ქერქი გათალეთ, დაჭერით, დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს. ცოტა ხანს ხარშეთ, ოდნავ დარბილდება თუ არა, წყალი ცალკე ჭურჭელში გადაწურეთ, დაუმატეთ იმდენი შაქარი, რომ გასქელდეს, ჩააწურეთ 2 ცალი ლიმონის წვენი და დაასხით საზამთროს ქერქს. მიიყვანეთ ადუღებამდე, გამორთეთ, ორი-სამი წუთი გააჩერეთ, შემდეგ (ცხელივე) ჩაასხით ქილაში, მოხუფეთ და სიგრილეში შეინახეთ. ასეთი მურაბა ჩაისთან ძალზე სასარგებლოა - თქვენი ოჯახის წევრებს არასოდეს შეაწუხებთ სანაღვლე გზები.


მკურნალი 





კომენტარები:

ფართი შოპი