„იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“ - ვახტანგ კალოიანი

„ახლა მნიშვნელოვანია 2 შემდეგი ნაბიჯის გადადგმა: ტესტირება და მაქსიმალური ორგანიზება შიდა სივრცეებში ნიღბის ტარების“, - აღნიშნულის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.


მისი თქმით, კლინიკაში მიმართვიანობა იზრდება, თუმცა, თავისუფალი ადგილები ჯერჯერობით არის.


„პრობლემა არის, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპით და ამის პარალელურად, იმ მინიმალურად უსაფრთხოების ზომების არ დაცვა - არ მართვა ხელისუფლების მხრიდან, რაც იგულისხმება გარკვეულ სივრცეებში ნიღბის ტარებაში, დისტანციის დაცვით და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მასიური ტესტირებით. ვაქცინაცია ფაქტობრივად არ გვაქვს.

დღეში ჩვენ გვჭირდება კორონავირუსის 50 000 PCR ტესტი ვაზირებული, რეალურად დღეში ახლა დაახლოებით, 35 000-მდე კეთდება.

ორგანიზება არ ხდება, გვჭირდება ვირუსის სწრაფი აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება, ეს სამწუხაროდ თავიდან ვერ აგვაცილებს იმ მძიმე ვითარებას, რაც მოსალოდნელია, მაგრამ ოდნავ მაინც შეამცირებს ტემპს და შეამცირებს დარტყმას.


სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სწორი საკომუნიკაციო საინფორმაციო კამპანიის წარმოება და არა ფასადურად. თითოეულ მოქალაქესთან მისვლაა საჭირო. ვერ მოაბეს თავი ვაქცინაციას, ადეკვატურ ტესტირებას, არ ჰქონდათ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია.


ახლა მნიშვნელოვანია 2 შემდეგი ნაბიჯის გადადგმა: ტესტირება და მაქსიმალური ორგანიზება შიდა სივრცეებში ნიღბის ტარების. ეპიდსიტუაცია არ შემსუბუქდება, მაგრამ არც გაუარესდება. იმ კატასტროფული ვაქცინაციის ფონზე, რაც გვაქვს, ძალიან მძიმე აგვისტო და სექტემბერი გველოდება“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი