„კახი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მოვედი, რომ მივულოცო გამარჯვება თუ რაცაა“ - ზალიკო ბერგერი კახი კალაძეზე

დიზაინერი ზალიკო ბერგერი კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას ესწრება.


„მთაწმინდის პარკში" შესვლამდე მას ჟურნალისტებმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ჰკითხეს. ზალიკო ბერგერის თქმით, უხერხულობას არ უქმნის სამთავრობო ღონისძიებაზე დასწრება, კახი კალაძე მისი ბავშვობის მეგობარია და არც ტელევიზიისთვის უყურებია კარგა ხანია.


„კახი ჩემი ბავშვობის მეგობარია და მოვედი დავესწრო ღონისძიებას, მიხარია ძალიან.

ყველანი ძალიან განვიცდით ამ ფაქტს, რაც მოხდა, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ მაგ დროს ტელევიზია არ მქონია და რაც მოხდა ეგეც არ ვიცი. იქ რა ხდებოდა ისიც ვერ გავიგე, ან რისი გულისთვის იბრძოდნენ, ან ვინ იბრძოდა. მე არაფერი უხერხულობა არა მაქვს. მოვედი, რომ მივულოცო კახი კალაძეს გამარჯვება თუ რაცაა...", - განაცხადა ზალიკო ბერგერმა.





კომენტარები:

ფართი შოპი