„სასწრაფოს გამოძახება ვეღარ ხერხდება და დაიწყო ყველაფერი თავიდან“ - თამთა ჭელიძე

მომღერალი თამთა ჭილაძე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის მკვეთრ ზრდას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 


ჭილაძე ინფიცირების გაზრდილ რაოდენობას ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მოქალაქეები სასწრაფოს გამოძახებასაც კი, ვერ ახერხებენ.


„ეს მდგომარეობა გამოიწვია აქციებმა! ეს გინდოდათ ხო? ამ სიტუაციაში შეიძლებოდა ეს ყველაფერი?
სასწრაფოს გამოძახება ვეღარ ხერხდება და დაიწყო ყველაფერი თავიდან“, - წერს თამთა ჭალიძე.


ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2616 ფაქტი გამოვლინდა. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, შეზღუდვები ისევ ამოქმედდეს.


digest.ge



კომენტარები:

ფართი შოპი