რისი შურს, რაზე ფიქრობს და რის გარეშე ვერ ძლებს? - იუნა შაფათავას ბლიცინტერვიუ

ინტერვიუ 13 Jul 2021 22:40

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მსახიობი, იუნა შაფათავა.

 


იუნა შაფათავა ანუ... ქალი, რომელსაც უნდა გახდეს იდეალური, „ზე ადამიანი“


ბავშვობის ოცნება... მომღერლობა და კოსმოსში გაფრენა


რას თვლით თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად... არ მაქვს მიღწევა, მაგრამ ჩემი და რომ არის ჩოგბურთელი, მისი ერთგული მეგობარი რომ ვიყავი, ჩემი დის შვილის, მაშას ერთგული დეიდა რომ ვიყავი, ეგაა მიღწევა, ოჯახის ერთგულება.


რაზე ფიქრობთ, როცა მარტო ხართ?... როგორ გავხდე მაგარი.


შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი... ძალიან ბევრ რამეს, გათხოვებას და სხვა ინსტიტუტში ჩავაბარებდი.


ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... პოლიტიკური ჭორები მაღიზიანებს, რადგან პოლიტიკა ჩემგან შორსაა.


ნივთი რომელსაც ყოველთვის თან ატარებთ... რწმენა და ცხოვრების სიყვარული, ნივთი არაა, აბსტრაქტულია.


რა ფერია სიყვარული... სიყვარული ყველა ფერია, ყველა ხმაა. ის ყველა ფერს მოიცავს, უსასრულობის ფერია.


მეშინია... რაღაცების შიში მაქვს, მაგრამ არ ვასახელებ... რისიც გეშინია ხდება ხოლმე.


მშურს... რომ ამერიკაში არ დავიბადე, ყველასი მშურს ვინც აქ დაიბადა.

რა არის სრულყოფილი ბედნიერება... როდესაც აღწევ შენს მიზანს.


რას იზამდი, ღმერთი რომ იყო... ღმერთი ისედაც ვარ, თითოეული ადამიანი ღმერთია.


გჯერა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების... მე სიკვდილის არ მჯერა, ესაა დროებითი არსებობა.


რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?... გახდეს „ზე ადამიანი“, გახდეს ღმერთი.


ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ არის... Ayn Rand-ის Atlas Shrugged


რისთვის მოდის ამ ქვეყანაზე ადამიანი... იმისთვის, რომ ისწავლოს, განვითარდეს და გახდეს „ზე ადამიანი“.

წინა სტუმრის კითხვა: როგორ დაახასიათებდით ტრანსგენდერ, კესარია აბრამიძეს? ...ადამიანი, რომელმაც იმ სივრცეში იბრძოლა, სადაც ბრძოლა შეუძლებელი იყო. გახდა ბედნიერი ქალი, რაც ყოველთვის უნდოდა და მინდა, ბედნიერი იყოს. მინდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც მის არჩევანს პატივს სცემენ და არ დევნიან.


რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? სიცოცხლის ბოლო დღეს როგორ გაატარებდა?





კომენტარები:

ფართი შოპი