ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ-ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს - ბლიც- ინტერვიუ გუგული მაღრაძესთან

ინტერვიუ 08 Jul 2021 15:52

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია პოლიტიკოსი - გუგული მაღრაძე.

გუგული მაღრაძე ანუ... გუგული მაღრაძე


რით ხართ ცნობილი... როგორც პარლამენტის წევრი


ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ... იქნებ


მაღიზიანებს... გაუნათლებლობა და უპასუხისმგებლობა


ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... იმდენად ბევრია ვერ გამოვარჩევ, ზოგადად არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი და ამ თემაზე ბევრი კითხვის დასმა


90-იანი წლებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ... - იყო გამოსვლები, მანიფესტაციები, ქუჩაშივე ხოცავდნენ ხალხს, მქონდა განცდა, რომ მომავალი არა არის და მძიმედ გადავიტანე ეს პერიოდი


საჩუქარი, რომელიც ბოლოს გაგიკეთეს - ჩემმა შვილმა მაჩუქა თავის მოვლის საშუალებები


საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მიგიღიათ - ამ მხრივ ჩემი შვილი მეხმარება ძალიან. მირჩევს, რომ ნებისმიერ მოვლენაში მთავარი დავინახო და არამთავარი გავფილტრო


რა არის სიყვარული... - საქმის გულით გაკეთება

რა არის თავისუფლება... - არჩევანის უფლება

რა თვისება მოგწონთ ყველაზე მეტად ადამიანში... - პასუხისმგებლობა

თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი... - ძალიან მიჭირს სიმართლის არ თქმა

ჭორი, რომელიც თქვენს თავზე გაგიგიათ... - ისეთ ფრაზებს მომაწერდნენ- ხოლმე, რომელიც საერთოდ არ მითქვამს.


ღმერთს რომ შევხვდები, ვკითხავდი... ამდენ განსაცდელს რატომ უგზავნით საწყალ ხალხს


ყავა თუ ჩაი... ყავა


ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ... ახლა ვკითხულობ ჰენრი კისინჯერის „მსოფლიო წესრიგს“


რითი ამაყობ... მყავს ძალიან კარგი შვილი, რომლითაც ვამაყობ


წინა ბლიცის სტუმარმა, კესარია აბრამიძემ დაგიტოვათ კითხვა - თუ გსმენიათ მის შესახებ და როგორ დაახასიათებდით? მსმენია კი, დახასიათებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ვფიქრობ, რომ ადამიანს აქვს თავისი ცხოვრების გზა არჩეული და ვიტყოდი, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ამის საშუალება, თავისი ცხოვრების გზა პირადად აირჩიოს.


რა კითხვას დაუტოვებდით შემდეგ სტუმარს... - რას ფიქრობთ, თქვენი ამქვეყნად გაჩენის მისია რა იყო?


digest.ge







კომენტარები:

ფართი შოპი