შოთა ხაბარელი: შოკისმომგვრელია, ქევხიშვილი ამბობს, რომ ძმაკაცები ნაკრებში ვალდებულების გამო მოიყვანა!

29 May 2018 11:46

'ერთ რამეს გეტყვით იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომელიც მოვმისმინე. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან. კერძოდ, როდესაც კომისიამ მას შეკითხვა დაუსვა, თუ რატომ გაათავისუფლე წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანე შენი მეგობრები, მან ასეთი პასუხი გაგვცა - მე მქონდა ვალდებულება. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. 


მე ეს კი ვიცოდი, მაგრამ როდესაც ეს გაანცხადა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათ წინაშე, რომ მათი მეშვეობით მოვედი პრეზიდენტად, ეს ყველაფერი ძმაკაცური და მეგობრული მომენტებიდან გამომდინარეობდა, დაადასტურა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათი მოყვანის. ყველაფერს ხაზი რომ გადავუსვათ, ფინანსურ მანიპულაციებს და ა.შ. ყველაზე პირველი პრობლემა გახლავთ ეს, როდესაც პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზიანოა ნაკრებისთვის და საზიანოც გამოდგა, მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. წარმატებული მწვრთნელები გაუშვა და მოიყვანა ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე მთავარი და პირველი. მიუღებელია ეს. ზუსტად ეს არის იმის საფუძველი, რა მოთხოვნასაც სპორტსმენები აყენებენ."

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი