გიორგი სიგუა მიხეილ სააკაშვილის ბანაკში გადაბარგებულა - მცირედი მისი წარსულიდან

26 May 2018 15:31

როგორც ახალი ამბების სააგენტო "STV" წერს, ფოტოზე აღბეჭდილია  მიხეილ სააკაშვილის ბანაკში გადაბარგებული გიორგი სიგუა. 


'ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიაშია გადაღბული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს  ჩახუტებული სიგუა, ამჯერად ასპარეზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად გამოდის და მათი გეგმების განხორციელებას იწყებს.


სანდო წყაროს ინფორმაციით, ორი ბრალდებული, რომლებმაც საქართველოს ბიუჯეტს ზიანი მიაყენეს, ამჯერად ერთად მოქმედებენ ქვეყნის და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.


ეს სიგუას რეალური სახეა, გაიცანით ნიღაბახდილი მიშას ქომაგი!!!"-წერეს გამოცემა


შეხსენებისთვის, გიორგი სიგუას წარსულზე გიამბობთ მცირედს:


რამდენიმე წლის წინ, "droni.ge" გვიამბობდა გიორგი სიგუას შესახებ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ სიგუა, "ქართულ ოცნებაში", მაშინდელმა მთავარმა დიასახლისმა, თინა ხიდაშელმა მიიყვანა.


"გარდა იმისა, რომ ხიდაშელმა ივანიშვილს ის ამერიკული ლობისტური კომპანიები „უშოვა“, რომლებიც თავის დროზე ეგვიპტელ „დემოკრატ“ მმართველს, მუბარაქს „არასკრუტკებდნენ“, მან წლების წინ, უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ მხილებული ლეიბორისტი, ასლანისტი, შევარდნაძისტი და კიდევ ათასი „ისტი“ ვინმე გიორგი სიგუაც „გააცოცხლა“.


გიორგი სიგუა, თავის დროზე, უნივერსიტეტში კორუმპირებულ ლექტორებთან დაახლოვებულ სტუდენტად და რექტორის ფავორიტად ითვლებოდა. თუმცა, მას, სტუდენტთა მოთხოვნით საკუთარი პრივილეგირებული პოზიციების დათმობა ვარდების რევოლუციის შემდეგ მალევე მოუხდა.


სიგუა, რომელიც ხმამაღლა იძახდა, მე პრეზიდენტი უნდა გავხდეო, ერთი ჩვეულებრივი ქურდბაცაცა გარეწარი აღმოჩნდა, რომელმაც უკან დაიხია და საქართველოს გაერიდა.


თუმცა, მაშინ, როცა სიგუას თაობას იგი პოლიტიკურ სანაგვეზე დიდი ხნის გადაგდებული ეგონა, აღმოჩნდა, რომ „უვარგისი ნივთი“ ხიდაშელმა იპოვა, ივანიშვილისგან მოკითხვა გადასცა და პირველი დავალებაც მისცა - პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჩაეშალა.


ხმა წარსულიდან


გიორგი სიგუა, დაჩი ცაგურიასთან ერთად უნივერსიტეტის ლექტორთან დაახლოვებულ სტუდენტად ითვლებოდა. იყო სტუდკავშირში და როგორც მაშინ სტუდენტები ამბობდნენ, მათივე ფულებს ჭამდა. თუ სტუდენტური ღონისძიება, ბაკურიანში ვთქვათ, 5 ათასი ჯდებოდა, სიგუა კორუმპირებული ლექტორატიდან 15-ს ითხოვდა - ასე იყიდეს მან და მისმა მეგობრებმა მანქანები.


თუმცა, სიგუა აზარტული თამაშებითაც იყო გატაცებული. მაგალითად, ერთხელ, როცა მას ლექტორატი, სტუდენტურ ღონისძიებაზე აგზავნიდა და ამისთვის სოლიდური დაფინანსებაც გამოუყო, სიგუა კაზინოში შევიდა და მთელი ფული იქ დატოვა. ბუნებრივია, სტუდენტურ ღონისძიებაზე ვეღარ გაემგზავრა, თუმცა, უნივერსიტეტში კარგა ხანს იტყუებოდა მივლინებით საზღვარგარეთ ვიყავიო.


მეტიც, როინ მეტრეველის უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ, სიგუა იქ მიმდინარე რეფორმებს აპროტესტებდა, ამისთვის შიმშილობაც დაიწყო, თუმცა, მაშინ, ბევრი ამბობდა, რომ ჩუმად ფენოვარ ხაჭაპურს ჭამდა. არადა ხალხს, სტუდენტობას ატყუებდა - ვმშიმშილობო.


როცა სიგუას ეს ცრუპენტელობა ამოტივტივდა, ერთ დროს პრეზიდენტობაზე მეოცნებე „ჭუჭყიანმა“ სტუდენტმა საქართველოს დატოვება დაჩი ცაგურიასთან ერთად გადაწყვიტა.


საიდანღაც ფული იშოვა, ცაგურიას გასამგზავრებელი თანხაც მიითვისა და საზღვარგარეთ წავიდა, აყვირდა - ჩემისთანა სტუდენტებს ებრძვიან და შემიფარეთო. ცაგურიას კი საბოდიშო წერილი მიწერა - მაპატიე შენი ფული რომ წავიღე, სხვვაგვარად არ შემეძლოო. აი, ასეთია კიდევ ერთი „მეოცნებე“ - „წმინდა ბიძინა მდიდარის“ ახალი სახე..."-ნათქვამი იყო სტატიაში.


წყარო: http://droni.ge

ნატალია კალანდაძე,

19.05.2012


კომენტარები:

ფართი შოპი