ლევან იოსელიანი თურქეთის ელჩს შეხვდა

პოლიტიკა 14 Jun 2021 18:00

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის ურთიერთობებს, რეგიონში არსებულ გამოწვევებს. აღნიშნა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს.

 

განიხილეს პარლამენტსა და თურქეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოში დამატებითი თურქული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები.

 

„დავგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის და თურქეთის საელჩოს შორის ურთიერთობების გაძლიერებასთან და გვაქვს ამასთან დაკავშირებული გეგმები. მათ შორის, შეიქმნას ფორმატი თურქი ბიზნესმენებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაციის და საკუთარი მოსაზრებების და ხედვების გაზიარების. მიმაჩნია, რომ პარლამენტი არ უნდა იყოს ჩართული მარტო უშუალოდ საკანონმდებლო საქმიანობაში. ის უნდა მონაწილეობდეს ყველა იმ პროცესში, რაც ქვეყანაში ხდება, მათ შორის ინვესტორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი