რაზე ფიქრობს მარტოობის დროს, რა აღიზიანებს და რამ შეცვალა მისი ცხოვრება - „აიფონის სკანდალით“ ცნობილი მეუფეს გულახდილი პასუხები

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი - ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილია, რომელმაც ხალხს თავი „აიფონის სკანდალით“ გააცნო. 


მეუფე ნიკოლოზი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ყურადღების ცენტრში, ხმაურიანი და „უჩვეულო“ განცხადებებით საზოგადოებას თავს ყოველთვის ამახსოვრებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რაზე ოცნებობს, რა სურს და რა შემთხვევამ შეცვალა მისი ცხოვრება - ამ და სხვა კითხვებზე მან დაიჯესტთან ისაუბრა.


მეუფე ნიკოლოზი ანუ... ღვთისმსახური.

ბავშვობის ოცნება... ადამიანებთან სიახლოვე

რომ არა სამღვდელო პირი, ვინ მინდოდა ვყოფილიყავი... თავიდან ფიზიკოსობას ვაპირებდი, შემდეგ კინორეჟისორობა მქონდა გადაწყვეტილი.

მაღიზიანებს... შეთანხმების ცალმხრივი დარღვევა.

კორონავირუსის პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში შეცვალა... უცნაურია, მაგრამ - არაფერი.

რაზე ფიქრობთ, როცა მანქანაში მარტო ხართ?... ბახის მუსიკას ვუსმენ, გლენ გულდის შესრულებით.

რა არის ბოლო საჩუქარი, რაც სხვა გაუკეთეთ?... ზურგჩანთა - წმ. ნინოს გზაზე მსვლელობის მსურველს.

რა არის ბოლო საჩუქარი, რაც გაჩუქეს... ჩემს გარშემო ყველამ იცის, რომ წმ. ნაწილებისათვის სანაწილეები მჭირდება.

ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ - ხუმრობით - აიფონ 12 პრო, სერიოზულად - სამკერდე ხის ჯვარი.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... ირველი მონაწილეობა 7-ჯერ ზეთისცხების საიდუმლოში.

რას ურჩევთ შემდეგ თაობას... ღრმა განათლებას.

1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით?... დიდი სატაძრო კომპლექსის აშენებას ქ. ახალქალაქში წმ. ნაწილების დასაბინავებლად.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... $ 800 000 დახარჯვა სტუდენტური ექსპედიციების მოსაწყობად, რომლებიც, თითქოს არ არსებობდა.

როგორ ვრეაგირებ ჭორებზე... შემოქმედებითად.

ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის... ღმერთის შემდეგ პატრიარქის პიროვნება.

ღმერთს რომ შევხვდები, მინდა, ვუთხრა... მადლობა ყველაფრისათვის.

ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი... სამართლებრივობას.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი