ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს კონტაქტი მუდმივად აქვთ და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს და მათ თავიანთი პოზიციები გაცვალონ

პოლიტიკა 15 May 2021 21:13

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს შორის შეხვედრა გაიმართოს. ამასთან, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შევიდეს.


"კონტაქტი მუდმივად აქვთ ნიკა მელიას და მიხეილ სააკაშვილს და არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეხვედრაც შედგეს და მათ გაცვალონ თავიანთი პოზიციები. ასე, რომ ეს ბუნებრივი პროცესია, როდესაც პარტიის თავმჯდომარე პარტიის ლიდერს ხვდება.


მე ვფიქრობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უნდა შევიდეს პარლამენტში იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. მოცემულობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც პარტიების ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და შესაბამისად, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის ტრიბუნა დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს," - განუცხადა ზაალ უდუმაშვილმა „რუსთავი 2“-ს.




კომენტარები:

ფართი შოპი