4 სამუშაო ადგილი საქართველოში, სადაც მარტივად დასაქმებისა და სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობა გაქვს

სხვა ადამიანების წარმატების მაგალითის ნახვისას ხანდახან გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი პირდაპირ დირექტორებად, აღმასრულებელ მენეჯერებად დაიბადნენ და არ აქვთ „ჩვეულებრივი ადამიანის“ მსგავსი სამსახურებრივი გამოცდილება, თუმცა თუ მათ ბიოგრაფიებს კარგად გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ასე სულაც არაა.


რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, დღეს მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები ერთ დროს სენდვიჩებს ყიდდნენ, მაღაზიის თაროებზე პროდუქციას აწყობდნენ და არა ფოტოგრაფად, არამედ ფოტოგრაფის დამხმარედ მუშაობდნენ... ეს უკანასკნელი ლეგენდარულ ჯორჯო არმანის ეხება, ხოლო ცნობილი ტელეწამყვანი და ფილანტროპი ოპრა უინფრი თავდაპირველად მამამისის სალონის გვერდით მაღაზიაში მუშაობდა.

samushao-1620885428.jpg

კიდევ უფრო მეტს გეტყვით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი, Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თავდაპირველად, McDonald’s-ის სამზარეულოში მუშაობდა და აქაც სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას ხედავდა.


amazon-1620885468.jpg


წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია შეუპოვრობა და საკუთარი კარიერისთვის ბრძოლის უნარები. ოპრა უინფრის შემთხვევა ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბავშვობაში გამოვლილი უამრავი სირთულის შემდეგ მან თავისი ცხოვრების შექმნა თავად დაიწყო. ოპრამ დამოუკიდებლობისკენ პირველი ნაბიჯები პირველი სამსახურის, სასურსათო მარკეტში შოვნით გადადგა და მას შემდეგ შრომა არცერთი დღით არ შეუწყვეტია.


ამგვარი მაგალითები ჩვენთვის ცოტათი მოტივაციის და იმედის მომცემიცაა, რომ ნიჭით, მონდომებითა და ბევრი მუშაობით შეგვიძლია, წარმატებულები გავხდეთ. შეიძლება, დღეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა, კონკურენცია უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა ოპრა ან ბეზოსი კარიერას იწყებდნენ და ცხოვრების ტემპიც უფრო დაჩქარდა, მაგრამ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებლობების ჩამონათვალი უფრო გაიზარდა. თანამედროვე წარმატების მაგალითიც რომ მოვიყვანოთ, Snapchat-ის თანადამფუძნებელი, 30 წლის ევან სპიგელი თავდაპირველად Red Bull-ის პრომოდ მუშაობდა ბარებსა და რესტორნებში, თავისი შემოსავალი ჰქონდა, პარალელურად კი სწავლობდა. დღეს სპიგელი 4 მილიარდი აშშ დოლარის მფლობელია.


რადგანაც მნიშვნელოვანია, საიდანღაც დაიწყო, რომ ერთ დღესაც წარმატებული გახდე, გადავწყვიტეთ, საქართველოს მაგალითზე შემოგთავაზოთ რამდენიმე სამუშაო ადგილი, სადაც მარტივად დასაქმდები და თუ მოინდომებ, კარიერულად სწრაფად განვითარდები:


სასურსათო მაღაზიის მოლარე-კონსულტანტი

ამ სამსახურის უპირატესობა არის ის, რომ მას განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია: არ გთხოვს უნივერსიტეტის დიპლომს, სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციას. მთავარია, იყო მონდომებული და შრომისმოყვარე და დანარჩენს ადგილზე შეგასწავლიან. მოლარე-კონსულტანტის პოზიცია ბევრი უნარის განვითარების შესაძლებლობას გაძლევს:


 მომხმარებლის მომსახურებისა და კომუნიკაციის უნარები, კომერციული მიმართულებით ცოდნის გაღმავება, სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი, დროის მენეჯმენტი, პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისა და ინიციატივის გამოჩენის უნარები, მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნება და ა.შ.


აღნიშნული უნარების შეძენის შემდეგ კი უკვე შეგიძლია, შენი გუნდიც მართო. ალბათ თქვენ გარშემო ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, რომელიც მოლარე-კონსულტანტის პოზიციიდან მაღაზიის მენეჯერად დაინიშნა. სამუშაო გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი ზოგიერთი მენეჯერი სამუშაოდმკომპანიის ცენტრალურ ოფისშიც გადადის.


აღსანიშნავია ისიც, რომ სუპერმარკეტის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ძირითადად, სტუდენტები არიან დასაქმებულები და სამსახურის პარალელურად, ისინი კონკრეტულ პროფესიას ეუფლებიან. მაგალითად, ფინანსების, ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტებს თავიანთი ცოდნა და სამსახურში შეძენილი უნარები კარიერულ განვითარებაში განსაკუთრებით ეხმარებათ. თუნდაც ფინანსების მიმართულების სტუდენტი, რომელიც მენეჯერის პოზიციაზე თავის სამუშაოს თავს ბრწყინვალედ ართმევს, თავისუფლად შეიძლება კომპანიის ცენტრალურ ოფისში საკმაოდ მაღალანაზღაურებად პოზიციაზე დასაქმდეს. 


აღსანიშნავია, რომ სასურსათო ქსელური სუპერმარკეტების რაოდენობა მუდმივად იზრდება, შესაბამისად, ჩნდება ახალი ვაკანსიები და შესაძლებლობა, მარტივად დასაქმდე.

magazia-1620885533.jpg

პანდემიის პერიოდში, როცა მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, სასურსათო ქსელური მარკეტების სექტორი არცერთი დღით არ გაჩერებულა და დასაქმებულებმა სამსახურის შენარჩუნება შეძლეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რითეილი სტაბილური დამსაქმებელია.


თითოეული ადამიანი კარიერულ განვითარებას გარკვეული პოზიციიდან იწყებს, შემდეგ კი ყველაფერი მონდომებასა და უნარებზეა დამოკიდებული.

ბანკის თანამშრომელი

თუ ბანკის ერთსა და იმავე ფილიალს ხშირად სტუმრობთ, შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ თანამშრომელი, რომელიც მომხმარებლებს რიგის ნომრის აღებაში ეხმარებოდა, ახლა მოლარე-ოპერატორად მუშაობს. ერთ დღესაც კი შეიძლება, ფილიალის მთავარ მენეჯერადაც იხილოთ.


ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია დასაქმებულის ცოდნა და მონდომება. აუცილებელია, მან კომპანიის მუშაობის სპეციფიკა შეისწავლოს და აითვისოს ახალი უნარები, რაც კარიერულ განვითარებაში დაეხმარება.


სასტუმროს ადმინისტრატორი

პანდემიამდე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ტურიზმი იყო და დიდი ალბათობით, COVID-19-თან ბრძოლის დასრულების შემდეგაც ასე იქნება. უცხოელი ვიზიტორების ზრდასთან ერთად, ვითარდება სამასპინძლო ბიზნესიც.

administrator-1620885576.jpg


შესაბამისად, სავარაუდოა, რომ პანდემიის შემდეგ, სასტუმროებსა და რესტორნებში ვაკანსიებზე ისევ ისეთი ბუმი იქნება, როგორიც აქამდე იყო. როგორც სასურსათო მაღაზიაში, ისე სასტუმროშიც მარტივად არის შესაძლებელი, შრომისმოყვარეობისა და მონდომების ხარჯზე, კარიერულად განვითარდე და თუ თავდაპირველად ადმინისტრატორად მუშაობ, შემდეგ მენეჯერის პოზიცია დაიკავო. ალბათ ისიც გსმენიათ, სამასპინძლო ბიზნესში გამოცდილმა ადამიანმა შემდეგ საკუთარი სასტუმრო რომ გახსნა, რომელიც ახლაც წარმატებით ფუნქციონირებს.



მიმტანი

კაფის ან რესტორნის მენეჯერების ნაწილმა სამსახური სწორედ მიმტანის პოზიციიდან დაიწყო, შემდეგ აითვისა ობიექტის მუშაობის სპეციფიკა, მომხმარებლის მომსახურების მნიშვნელოვანი ასპექტები; ისწავლა, როგორ შეიძლება სერვისის გაუმჯობესება და კარიერული განვითარებაც შეძლო.


შესაძლოა, ჩამოთვლილ სამსახურებს შენს დროებით სამუშაო ადგილად აღიქვამდე და სულ სხვა სფეროთი იყო დაინტერესებული, თუმცა ისიც მოსალოდნელია, რომ საკუთარი თავი სწორედ ჩამოთვლილ საქმიანობებში იპოვნო. რაც მთავარია, აღნიშნულ სამუშაო ადგილებზე დასაქმება მარტივად არის შესაძლებელი. ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას შეგიძლია, დაკავდე საქმიანობით, რომელიც იქნება შემოსავლის წყარო და ამავდროულად, ახალი უნარების შეძენაში დაგეხმარება.


გარდა ამისა, საკუთარი შემოსავლის ქონა დამოუკიდებლობისკენ გადადმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მაგალითად, აშშ-ში ახალგაზრდები სტუდენტურ სესხს იღებენ, სახლს ტოვებენ და ინდივიდუალურად იწყებენ ცხოვრების აწყობას. სესხსაც თვითონ ფარავენ და საცხოვრებელი სახლის გადასახადსაც - ამ პროცესში კი თითქმის არ ერევა მშობელი, როგორი შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს მას, რათა შვილმა დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი კარიერის შექმნა.


რაც უფრო დამოუკიდებელი ხარ, მეტს სწავლობ შეცდომებზე, მეტად ჩახედული ხარ იმ სფეროში, რაშიც საქმიანობ და თუნდაც ერთ დღეს კომპანიის დირექტორი გახდე, უფრო მარტივად მიხვდები იმ თანამშრომლის საჭიროებებს, რომლის პოზიციაზეც ერთ დღეს თავად იყავი დასაქმებული.


ipn.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი