გამოცხადდება თუ არა 1-თვიანი მკაცრი ლოკდაუნი - საქართველო მესამე ტალღის პიკშია

საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის პიკშია - არსებული მონაცემებით, ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანამ მინიმუმ ერთთვიანი მკაცრი ე.წ. ლოკდაუნი გამოაცხადოს, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ამას ქართული ეკონომიკისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. მითუმეტეს, რომ წინ არის ზაფხულის ტურისტული სეზონი.


გასაძლებია ორი კვირა. ჩატარებული 32000 ტესტიდან, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსი 776 ადამიანს დაუდასტურდა. მარტო ბოლო 5 დღეში კორონავირუსს 116 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 13 მაისისთვის, სულ, საქართველოში, დაახლოებით 80 000 ადამიანია აცრილი. პიკის გადასავლელად საქართველოს, შესაძლოა, ცხელი დღეებიც დაეხმაროს, როდესაც ვირუსი შედარებით სუსტდება.


ნორვეგიიდან ქართველი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსუბუქი რეგულაციები, რეალურად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატებას ვერ აჩერებს. ზეწოლა იზრდება ჯანდაცვის სისტემაზე და რთული სიტუაციიდან ქვეყანა სწრაფად ვეღარ გამოდის. ზაზა წერეთელი "კურიერთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანდაცვასა და ეკონომიკას შორის კონკურენცია არ უნდა იყოს.


ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ნორვეგიიდან ქართველი სპეციალისტის პოზიციას, გარკვეულწილად, იზიარებს. ამირან გამყრელიძის შეფასებით, დღეს არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე არის საფუძველი, რომ დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე ძლიერი ლოკდაუნი გამოცხადდეს და ქვეყანა ზაფხულს კარგი მაჩვენებლებით შეხვდეს. თუმცა ერთ-ერთ მედისაშულებასთან მიცემულ ინტერვიუში იმასაც ამბობს, რომ ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკა ამ მძიმე დარტყმას ვერ გაუძლებს, ვერ გადაიტანს და ამიტომაც ქვეყანა დამატებითი ზომების მიღებას სიფრთხილით ეკიდება.


არსებული რეგულაციების პირობებში ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, დღის განმავლობაში, 1500-2000 ინფიცირებულის მართვა. თუ სტატისტიკური მონაცემები მოიმატებს, ლაბორატორიულად გაიზრდება 

კორონავირუსის შემთხვევები, ჯანდაცვის სამინისტრო იძულებული იქნება საკოორდინაციო საბჭოს დამატებითი ზომების გამკაცრების მოთხოვნით მიმართოს.



rustavi 2





კომენტარები:

ფართი შოპი