გაძვირდება თუ არა საქალაქთაშორისო მგზავრობა

საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. 1 ლიტრი ბენზინის ფასი 3 ლარს გადაცდა, დიზელის კი უკვე 3-ლარიან ნიშნულს უახლოვდება. საწვავის გაძვირების ფონზე, მოსალოდნელია, რომ ფასებმა მოიმატოს საქალაქთაშორისო მგზავრობაზე. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია საწვავის ფასი, არალეგალური კონკურენციის გამო, მგზავრობის ფასს ვერ ზრდიან.


,, მეორე ლოქდაუნის შემდეგ, თებერვლის ბოლოსათვის შევძელით გახსნა და ფასები მცირედით, 10%-ით მოვამატეთ. ამის შემდეგ საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვამატებთ მგზავრობის ფასს. მძღოლები ფასის ზრდას მუდმივად მთხოვენ და წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ. რეალურად ასეა, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ფასებს ვერ გავზრდით და უნდა გავიჭირვოთ.


პრობლემა უცვლელია, ფასს ვერ ვზრდით და მომხმარებლის რაოდენობა გვიმცირდება, რადგან დიდია არალეგალური კონკურენცია ე.წ. ხიშნიკების მხრიდან, რომლებიც ავტოსადგურის მიმდებარედ დგანან. ლამის, ყოველ კვირაში ვაგზავნი წერილს სხვადასხვა უწყებებში, რომ მოხდეს ამის რეგულირება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, თუმცა დღემდე ამაოდ. ერთი და იგივე პასუხია, რომ კანონპროექტი არსებობს და უნდა მიიღონ. 2014 წლიდან დღემდე, ამ კუთხით არაფერი შეცვილილა ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად“,- განაცხადა ,,ოკრიბას“ ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


შეგახსენებთ, 3 თვიანი გაჩერების შემდეგ, საქალაქთაშორისო გადაადგილება 25 თებერვალს აღდგა. მაშინ ავტოსადგურები ბაზარს გაზრდილი ტარიფებით დაუბრუნდნენ. ფასები სხვადასხვა მიმართულებებზე 3-5 ლარის ფარგლებში გაიზარდა.




კომენტარები:

ფართი შოპი