„სააკაშვილი არ მიხსენოთ, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ, რაღაც გაუგებარი წარმონაქმნია“ - თათული დოლიძე

TV - ამბები 12 May 2021 09:25

რას წერს მსახიობი თათული დოლიძე სააკაშვილზე - "სააკაშვილი საერთოდ არ მიხსენოთ, მე, მას ადამიანსაც კი ვერ ვუწოდებ ის არის ბოროტი ძალა..."


„სააკაშვილი საერთოდ არ მიხსენოთ, მე, მას ადამიანსაც კი ვერ ვუწოდებ ეს არის რაღაც გაუგებარი წარმონაქმნი”- ასე უპასუხა მსახიობმა თათული დოლიძემ ჟურნალისტის კითხვას მიხეილ სააკაშვილის შესახებ..


“შეუძლებელია საღად მოაზროვნე ადამიანი ამ პროცესებში იყოს ნეიტრალური და როგორ შეიძლება ნეიტრალური იყო ბოროტი ძალის მიმართ? როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ის, რაც მათ ჩაიდინეს, ან დღეს რასაც სჩადიან?”- ამბობს მსახიობი Multimedia.ge-ს ჟურნალისტთან საუბრისას.* * *„საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია“ - ამ განცხადებას ასევე პოპულარული ქართველი მსახიობი ზურა ყიფშიძე აკეთებს,.ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.. საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად“, - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამან კი არ დაწერა პირდაპირ? ვაშაძეს მეუღლე მაინც არ ჰყავდეს ხელოვანი, მან ხომ კარგად იცის, რაც ხდება თეატრში?
ვაშაძემ - პირველად რასაც გავაკეთებ, შევიწყალებ სააკაშვილს და დანარჩენებსო. რა უნდა ელაპარაკო ახლა მაგას!.. საგიჟეთში მაინც დააწვინონ ეს კაცი, ავად არის აშკარად..
„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების წარმოდგენაც არ მინდა, შეიძლება გული გამისკდეს. სხვა რომ არაფერი, სირცხვილია! სააკაშვილის რეჟიმის მობრუნება დაუშვებელია!“


განაცხადა ზურა ყიფშიძემ.* * *ამავე შინაარსის განცხადებებს ღიად აკეთებს მომღერალი ირმა სოხაძე. ისიც დაუფარავად უსვამს ხაზს, რომ ყველა ღონეს დახარჯავს, რათა სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდეს.,ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ბევრ მეგობართან ერთად რომ “ნაციონალები” ხელისუფლებაში აღარ დაბრუნდნენ. - ეს განცხადება ტელეკომპანია პირველის ეთერში ორი დღის წინ გაკეთდა..„ყველაზე ცუდი ვარინტი რაც შეიძლება იყოს ჩემთვის ეს არის "ნაციონალების" დაბრუნება. ყველაფერს გავაკეთებ ჩემს ბევრ მეგობართან და თანამოაზრესთან ერთად, რომ ეს არასოდეს არ მოხდეს საქართველოში" - აღნიშნული განცხადება მომღერალმა ირმა სოხაძემ გადაცემა "პირველებში გააკეთა."


intermedia.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი