“მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები...“ - ცნობილები ნიკა მელიას დიეტაზე

TV - ამბები 11 May 2021 13:07

ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, საზოგადოების ინტერესი მისმა ფიზიკურმა ცვლილებამაც მიიპყრო. მან ციხეში ყოფნისას 24 კილო დაიკლო.


როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მედიასთან აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში, ის მხოლოდ წვნიანით და დღეში მხოლოდ ერთხელ იკვებებოდა.


„სუპები, მჟაუნას და რაგუს წვნიანი, დღეში მხოლოდ ერთხელ, დღისით ვჭამდი," - აღნიშნა ნიკა მელიამ წონაში მკვეთრი კლების მიზეზზე საუბრისას.


პრესაში უკვე გაჩნდა ტერმინი - “მელიას დიეტა“.


ცნობილი სახეები, მეგობრები და სოციალური ქსელის მომხმარებლები სხვადასხვა სახალისო შეფასებებსაც აკეთებენ. მათი უმრავლესობა, წონაში დაკლების მოტივით, ციხეში ყოფნის სურვილზე საუბრობს.


„მელიას ტანზე თუ გამოვალ, მეც ჩავჯდები ერთი 6 თვით“ - წერს თამარ ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში.


„დახვრეტა გააუქმეს და მე მუდმივიც არ მიშველის“ - წერს საპასუხოდ კობა ბარათელი.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი