შეიძლება თუ არა მაისში დაქორწინება? - მიხეილ ცაგარელის პასუხი

TV - ამბები 11 May 2021 05:44

მაისი - ვარდობისთვე, გაზაფხულის დედოფალი, მშვიდი, თბილი, ჰარმონიული და ულამაზესია, ამ თვეს თითქოს დედამიწა ხარობს, თუმცა ირგვლივ არსებული მშვენიერების მიუხედავად, ოდითგანვე ერიდებიან ამ თვეში ქორწინებას - „ვარდმა თქვა, მაისში მხოლოდ მე ვხარობ და სხვა არავინო...“ - ეს ანდაზა, იმ ადამიანებსაც კი აშინებთ, რომლებიც ცრურწმენებს არ უშნდებიან.


შეიძლება თუ არა მაისში ქორწინება, ამ კითხვას ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმაც უპასუხა. მისი თქმით, ეს ხალხური ანდაზა უსაფუძვლოა, ვინაიდან მაისი სიყვარულის, ერთგულებისა და სიმშვიდის თვეა, ამიტომ უმჯობესია, წყვილმა თავი არ შეიკავოს და ამ თვეში დაქორწინდეს.


„უსაფუძვლოა ის გამოთქმა, როდესაც ამბობენ - მაისში ქორწინება არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება, პირიქით, მაისში კუროს ნიშანში არის მზე, კურო კი მოგეხსენებათ სიყვარულის, ერთგულების, ტრადიციებისა და ოჯახის სიმბოლოს განასახიერებს, ამიტომ ამ თვეში ქორწინება უფრო კარგია. ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, მზის ტყუპებში გადასავლა და 22 მაისამდე მოასწროთ დაქორწინება, თორემ 22 მაისიდან მზე ტყუპებში იქნება, რაც ზედაპირულ, არასერიოზულ ურთიერთობებს უწყობს ხელს და ოჯახის საპირისპიროა. ამიტომ მოასწარით და თუ გსურთ მაისში ქორწინება, 22 მაისამდე შექმენით ოჯახი“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.


digest .ge 




 






კომენტარები:

ფართი შოპი