გია სურამელაშვილი: მერვე საავადმყოფოში სანიტრად ვმუშაობდი, მორგში გადამყავდა მიცვალებულები და გაკვეთასაც ვესწრებოდი...

07 May 2018 02:04

გია სურამელაშვილი, მომღერალი:


_ბავშვობაში მუსიკაზე არ მივლია, ამ კუთხით გამორჩეული ნიჭი არ მქონდა. ერთი ურჩი და ხელისგულზე ნატარები, გათამამებული ბიჭი ვიყავი. მკაცრი მამა მყავდა, მაგრამ ბაბუა მშველოდა. არაფერი მაინტერესებდა. სპორტზე დავდიოდი: მძლეოსნობა, ცურვა. ვუსმენდი იმას, რაც იმ პერიოდში მოდაში იყო: "ორერა", ალა პუგაჩოვა, ტოტო კუტუნიო, ჩელენტანო, "აბბა", "ბონიემი"... პატარა ვიყავი, მაგრამ მუსიკა ყურს ყოველთვის სიამოვნებდა. ჩემი ოცნება იყო ექიმი გავმხდარიყავი. იმ პერიოდში სამედიცინოზე ჩასაბარებლად სტაჟს ითხოვდნენ. მეც ამისთვის ვემზადებოდი და სკოლის დამთავრების შემდეგ, წელიწად-ნახევარი მერვე საავადმყოფოში, სანიტრად ვიმუშავე. ძირითადად მიმღებში ვიყავი, მაგრამ ოპერაციებსაც ვადევნებდი თვალს, მორგში გადამყავდა მიცვალებულები და გაკვეთასაც ვესწრებოდი. ერთი სიტყვით, იმდენად მინდოდა ექიმობა, ყველაფერში უშიშრად ვმონაწილეობდი. ახლა შეიძლება, სისხლის დანახვაზე ცუდად გავხდე. იქ მუშაობის დრო საუკეთესოდ მახსენდება. ეჭვი არ მეპარება, გამოცდებზე რომ გავსულიყავი, სამედიცინო ინსტიტუტში მოვხვდებოდი. დადგა მომენტი, როცა რაღაცამ მიბიძგა და მივხვდი, ეს ის არ იყო, რაც მინდოდა.


წყარო: "გზა"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი