„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი

რითი ხართ ცნობილი?... ჩემი პროფესიით, სიმღერით.


ჩათვალეთ, ვარ ადამიანი, რომელმაც საერთოდ არ იცის, რა არის საქართველო. რას ეტყოდით მას ბოლო 10 წელიწადში მიმდინარე მოვლენების შესახებ... ვეტყოდი, რომ ეს არის უძველესი ისტორიის ქვეყანა. ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მაგრამ ყველაზე ლამაზი.


თქვენი აზრით, ივანიშვილი მართლა წავიდა?... პოლიტიკოსები ზოგადად სად მიდიან, სად მოდიან, რას შვრებიან, რა უნდათ, მართლა არ ვიცი...


90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გთრგუნავთ?... სოციალური ატმოსფეროს დავიწყება, რაც მაშინ სუფევდა. უტრანსპორტობა, უწყოლობა, უშუქობა.... ყველაფერი ცუდი ხდებოდა90-იანებში.


მახსოვს, მაშინ პატარა ვიყავი და ძალიან ცუდად დამამახსოვრდა ტყვიების ხმა, რომელსაც ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ გადადიოდა და გადმოდიოდა თბილისის თავზე. სიმართლე, რომ გითხართ ვერ წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ეს ქალაქი და ქვეყანა დამსგავსებოდა ქვეყანას.. მიხარია, რომ დღეს საქართველო არ არის, ისეთი, როგორიც იყო 90-იანებში.


რაზე ფიქრობთ, როცა მანქანაში მარტო ზიხარ?... ძალიან მიყვარს ფიქრი და ბევრ რამეზე ვფიქრობ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე არასდროს ვფიქრობ, ყოველთვის ალიაქოთი მაქვს თავში.


რა არის ბოლო საჩუქარი, რაც სხვა გაუკეთე?... რამდენიმე წუთის წინ, ჩემს ნათლულს ვაჩუქე საშობაო ჭიქა.


საუკეთესო რჩევა, რომელიც ცხოვრებაში მიგიღია და ვისგან... მშობლებისგანაც, ჩემი დისგანაც და მეგობრებისგანაც რჩევები ხშირად მიმიღია. მიყვარს რჩევების მიღება და მათი გაანალიზება, ხშირ შემთხვევაში ვითვალისწინებ კიდეც.

მონადირე ხართ თუ შემგროვებელი?... მონადირე


ყველაზე სასაცილო რამ, რაზეც ბოლოს ბევრი იცინეთ... ახალი წლის პერიოდი მქონდა ყოველთვის მხაირული, ბევრ ჩემს საყვარელ ადამაინთან ერთად მომიწია ყოფნა და ბევრი ვიცინე, თუმცა ერთი კონკრეტული ისტორია არ მახსენდება.


როგორ აღუწერდით ყვითელ ფერს ბრმა ადამიანს... ყვითელ ფერს შევადარებდი მზეს, როგროც ხატია წიგნიდან „მე ვხედავ მზე“.


რას ურჩევთ შემდეგ თაობას... პირველ რიგში ვუსურვებდი კარგ და ჯანსაღ ქვეყანაში ცხოვრებას და ვურჩევდი, რომ ესწავლათ ძალიან ბევრი, რადგან ეს არის თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.


დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ არავის სჭირდებოდა გაუნათლებელი ადამიანი.


გულით მინდა, რომ ჩემი შემდეგი თაოობა იყოს ძალიან ნაკითხი, განათლებული და პროფესიონალი.


ვთქვათ, მოგიყვანეს ძროხა, რომლის არც გაჩუქების უფლება გაქვს და არც გაყიდვის. რას გააკეთებდი მასთან ერთად?... ვგიჟდები რძის ნაწარმზე მაწონზე, ყველაზე კარაქზე და არავითარ შემთხვევაში არ გავაჩუქებდი და არც გავყიდდი, გამოვიყენებდი ჩემთვის.


2 რამ, რაც წინა თაობის რჩევებიდან არ უნდა გავითვალისწინოთ...მენტალობა, რომელიც იყო გაზვიადებული. მაგალითად, ყველა უნდა ყოფილიყო ექიმი და ეს იყო დოგმა, მგონია, რომ არასერიოზული მიდგომაა.


მგონია, რომ გარიგებები ცხოვრებისადმი არასერიოზული მიდგომაა. ხალხს ისე აოჯახებდნენ, წყვილები ერთმანეთს არცკი იცნობდნენ. ეს ჩემთვის გაუგებარია. ვფიქრობ, ოჯახი მაშინ უნდა შეიქმნას, როდესაც გიყვარს და უყვარხარ.


ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებ. რას იზამდით?.... გულწრფელად, რომ გითხრათ გავიკითხავდი ვინმემ ხო არ დაკარგა ბილეთი, ვერაფრით ვერ შევირგებდი ესეთ ბილეთს. თუ ვერ ვიპოვიდი ძალიან ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი ჩემთვისაც და სხვებისთვისაც.


digest.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი