გიორგი კვირიკაშვილი: 2024 წლისთვის უნდა მოვემზადოთ...

01 May 2018 13:02

გიორგი კვირიკაშვილი, პრემიერ-მინიტრი:


_პოლიტსაბჭოზე იქნება განხილული მომავალი პარტიული საქმიანობის საკითხები. ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს. საერთოდ, სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ვერ მოემზადა და ძალიან კარგია რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში, იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იქნება სამომავლო პერსპექტივები, იქნება პარტიის გაძლიერება, რა თქმა უნდა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც იქნება.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი