კვიციანის სკანდალი: "რუსთავი2”- ის ჟურნალისტები კოდორიდან აწვდიდნენ რუსეთის სპეცსამსახურებს ინფორმაციას, რომ მერე დავებომბეთ და ჩეჩნების მიზეზით შემოსულიყვნენ რუსები ხეობაში"

28 Apr 2018 12:15

ემზარ კვიციანი,, პარლამენტის ფრაქცია პატრიოტების წევრი, დეპუტატი:


_2001 წელს დაწყებულ ბრძოლას “რუსთავი2” აგრძელებს ჩემ წინააღმდეგ! ახლა ხომ ყველა მიხვდით მეგობრებო ვისი დაკვეთით დამდევდნენ  “რუსთავი2”- ის ჟურნალისტები კოდორში, აშუქებდნენ და კოორდინატებს აწვდიდნენ რუსეთის სპეცსამსახურებს, რათა მერე დავებომბეთ და ჩეჩნების მიზეზით შემოსულიყვნენ რუსები ხეობაში. 


2006 – ში მომერიენ, ისევ რუსეთის დახმარებით. რუსებმა დამაკავეს და შემდგომ ოქრუაშვილს გზა გაუხსნეს კოდორის მიმართულებით. სააკაშვილის პროკურორმა გვარამიამ კი დავალება შეასრულა. ამჯერად? როგორც კი შევეხე ეფესბეს გენერალ გიორგაძეს, ეგრევე იერიში გადმოიტანეს ჩემზე და გიორგაძის მიერ შექმნილ კადრებს გიორგაძის დავალებით იყენებენ ჩემ წინააღმდეგ, ხალხს ატყუებენ თითქოს მე რაღაც ვაღიარე. არ მოეწონათ ბიჭ-გოგოებს კანონპროექტი, რომელიც ხელიდან აცლით ქვეყნის და მართლმადიდებლობის მოსაკლავ ერთ-ერთ იარაღს პარლამენტში ქრისტიანები ვართ უმრავლესობაში და ძალიან ბევრი მათგანი მზად ვართ რწმენის დასაცავად.


მთავარია მტერი სახეზე გვყავს!ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს  საქართველოში მყოფ  მე კოლონის უმეტესობას! კონსოლიდაცია გამოაცხადეს ამ კანონპროექტის წინააღმდეგ. ჩვენც მოგვიწევს ქრისტიანებო, მუსლიმებო და ყველა იმ რელიგიის წარმომადგენლებო გაერთიანება ამ კანონპროექტის გარშემო, რა თქმა უნდა რომელი რელიგიაც არ ქდაგებს სიძულვილსა და ლანძღვა გინებას სხვა სარწმუნოების მიმართ. “რუსთავი 2”-ის გამყიდველ ხელმძღვანელობას მინდა მივმართო; თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა,მართლმადიდებლობის და ქართველობის დაცვა მიგაჩნიათ პრორუსობად მაშინ მე პრორუსი ვყოფილვარ.ეს ისე კიდევ ერთი როგორც თქვენ იძახით “აღიარება” საცოდავები ხართ თქვენი სააკაშვილიანად.რუსები რომ არ გიმაგრებდნენ ზურგს თქვენი ბურდღა არ იქნებოდა ესეც კიდევ ერთი აღიარება რაც მე რუსეთში ყოფნისას ვნახე და მივიღე ინფორმაცია თქვენს შესახებ! საქართველოს მოქალაქეებო!ყველა ეროვნების წარმომადგენლებო და ძალოვნებში მომუშავე გაუყიდავო ძმებო და დებო! ყველა  უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადასარჩენა და გასათავისუფლებლად! განგაშის ზარი, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა შემოჰკრა! უნდა იყოს სიმბოლო ჩვენი ყველასი გაერთიანების!დიდება ღმერთს და დიდება თავისუფალ საქართველოს!


კომენტარები:

ფართი შოპი