ვანისა და ხონში არჩევნებია, ერთმანეთს 6 კანდიდატი უპირისპირდება

28 Apr 2018 11:09

ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში ერთმანეთს 6 კანდიდატი დაუპირისპირდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან - პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი - გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის - სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა - მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 


ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი