"ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მე რატომ უნდა წავიდე?!"- გედი ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" არ დატოვებს

26 Apr 2018 16:13

გედევან ფოფხაძე, "ქართული ოცნების"  წევრი, პარლამენტის დეპუტატი:


_ფაქტობრივად უმრავლესობას ველოდებოდი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია ამ გუნდისთვის და მას ისეთი პოლიტიკური წონა აქვს, რომ, რა თქმა უნდა, მე ამ ფაქტორის გათვალისწინებით ვიმოქმედებ ამის შემდეგ. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა არასწორი იქნება, რომ წავიდე. ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და მე რატომ უნდა წავიდე?! 


ივანიშვილის მონაწილეობით ქართულ ოცნებაში არსებული პრობლემების მოგვარების უფრო დიდი რესურსია.  ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ ოცნებას მაინც აერთიანებდა და მისი პერსონალური მონაწილეობა, ნებისმიერი ფორმით, სასარგებლო იქნება


კომენტარები:

ფართი შოპი