ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“, პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს

26 Apr 2018 15:38

სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“, პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგი გამართა და სტაჟირების გავლის სამართლებრივი რეგულაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


"დღეს, შრომით ბაზარზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში, არსებობენ სტაჟიორები და სამწუხაროდ, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სტაჟიორის სტატუსი განსაზღვრული არ არის. შესაბამისი კანონმდებლობის არ ქონა სხვადასხვა სახის პრობლემას წარმოშობს. კერძოდ, გაურკვეველია სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობების სახე, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელს შეუძლია სტაჟიორის შრომით ბოროტად ისარგებლოს. სტაჟიორს არ გააჩნია შრომითი უფლებები და საკუთარი ინტერესების დასაცავად ვერ მიმართავს სასამართლოს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.


დეპუტატის განცხადებით, ანაზღაურებად სამსახურში მისაღებად ერთ-ერთ მთავარ პირობას სამუშაო გამოცდილების ქონა წარმოადგენს და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გამოცდილების მისაღებად გარკვეული დრო დახარჯეს სტაჟირების გავლისთვის, ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის, რადგან მათ მიერ გავლილი სტაჟირების ოფიციალური დამადასტურებელი მოწმობა არ არსებობს.



ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე საკანონმდებლო ინიციატივის არსი განმარტა და განაცხადა, რომ ფრაქციის მიერ მომზადებული ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც შემდეგ საკითხებს დაარეგულირებს:


  • განისაზღვრება სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსი;
  • დამსაქმებელი სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს;
  • დადგინდება სტაჟირების გავლის კონკრეტული ვადა;
  • სტაჟირება შრომით სტაჟში ჩაითვლება.

კომენტარები:

ფართი შოპი