"პირადად შევთავაზე და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა..." - ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

26 Apr 2018 13:17

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დათანხმდა, რომ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელოს. 


„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა.  


--------------------------------------

ბიძინა ივანიშვილი 2015 წლის 28 იანვარი - ,,იმედი"

,,ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის.”


კომენტარები:

ფართი შოპი