გია უდესიანის და - თაკო ჩარკვიანს: ყაჩაღი, ზონდერი და მკვლელი, სამივე სახელი ზედგამოჭრილია თამარა ჩარკვიანო შენი ნაძირალა კურდღელი ქმრისთვის!

26 Apr 2018 09:17

გიორგი უდესანის და, / „ჩვენიმომავლის“ ხელმძღვანელიდა 85-საბავშვობაღისყოფილიდირექტორი, ინგა გუგავა, (უდესიანი) "ფეისბუქის" საკუთარი გვერდის მეშვეობით, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს, პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს მიმართავს:


"ერთხელ დავწერ და ყველასთვის გასაგები რომ იყოს - განსაკუთრებით, მამის ჩრდილს ამოფარებულ "პუბლიცისტკას" და მისნაირ მედროვეების გასაგონად. 


გია უდესიანს როცა ახსენებთ და მის ოჯახის წევრებს რამე სადიზენფექციო ხსნარი გამოივლეთ თქვენს ბინძურ პირში და მერე ილაპარაკეთ! ეს ერთი უფასო რჩევა ჩემგან... რაც შეეხება ყაჩაღს,  ზონდერს და მკვლელს, სამივე სახელი ზედგამოჭრილია თამარა ჩარკვიანო შენი ნაძირალა კურდღელი ქმრისთვის და ასე,  მოდაში, თქვენთვის საყვარელი ფრაზა -"სამართლიანობის აღდგენა" იქნება შენი მკვლელი ხიხო ოჯახის წევრიდან დაგეწყო.


ძალიან კი შეგაჟრიალათ, რაღაც და ემანდ გულები არ დაგისკდეთ და მერე არ დაიწყოთ - უდესიანმა შეუკვეთაო... და ერთიც როგორც თქვენი ექსპრემიერი იტყოდა  - "ქალა ქალიაო" ზედგამოჭრილია თამარა პუბლიცისტო თქვენზე!


ეხლა დადექი და სვანურს მიაწერე ჩემი დარიგება, თუ არ მოისვენებ სხვა დროს უფრო ფართო აუდიტორიიდან უფრო საინტერესო პიკანტურ ამბებს მოგაწვდი, მერე იქნებ მიხვდე ვინ ვისაში ხართ!


p.s შეუძლიათ კეთილისმსურველებმა "დასქრინონ" და მოგაწოდონ ჩემი ეს შენდამი რჩევა!"-წერს გიორგი უდესიანის და.



შეხსენებისისთვის:  


გია უდესიანი ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, საერთაშორისო ძებნილთა სიიდან მისი ამოღების მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი არასარწმუნო მონაცემები და პოლიტიკური დევნის ნიშნების შემცველი დოკუმენტაცია იყო. უდესიანს ბიზნესმენ ბესო ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი წლის წინ პატიმრობა შეუფარდა.


ინტერპოლმა მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაგზავნილი მონაცემები გიორგი უდესიანის ძებნასთან დაკავშირებით, იყო არასარწმუნო. ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ გაითვალისწინა ჩვენი, დაცვის მხარის პოზიციები, რომლითაც ჩვენ ვასაბუთებდით, რომ გიორგი უდესიანის წინააღმდეგ, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შურისძიება“,-განაცხადა ბასილაიამ.



აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა თაკო ჩარკვიანის "ფეისბუქ პოსტი", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"მივმართავ პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს და ყოფილ პრემიერ მინისტრ ივანიშვილს, რადგან ვთვლი, რომ სამართლებრივი სისტემის დაკნინება და ამ სისტემის მიმართ უნდობლობის გაღვივება, დღეს უკვე მათი პოლიტიკური პსუხისმგებლობაა. ბიზნესმენი-ხარძიანი ბესო- ყოფილი ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ, მუხანათურად აბსურდული ბრალდებით- "კუს ტბის" ქონების გამო დაიჭირეს- ქონების გამოძალვის გამო აწამეს, რის გამოც მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ვინმე გია უდესიანზე, რომელიც ბესარიონ ხარძიანის პარტნიორი გახლდათ სწორედ "კუს ტბაზე"- ციხეში წამების შესახებ ხარძიანმა, თავად არაერთხელ ისაუბრა და თავად დაადო ხელი ვინმე უდესიანს, რომელსაც ქალაქში ე.წ. "ზონდერ ბრიგადის" ხელმძღვანელად იცნობდნენ- პირველი სასამართლო დავა( ციხიდან გამოსვლის შემდეგ) ხარძიანმა მოიგო, რის შემდეგაც იმედის ტელევიზიით განაცხადა- მიხედეთ ამ საქმეს, თორემ მომკლავენო- ბესარიონ ხარძიანი მოკლეს. 


ხარძიანი დაიჭირეს და აწამეს ყოფილი ხელისუფლების დროს, ხოლო მოკლეს ამ ხელისუფლების "ქართული ოცნების" დროს, რამდენიმე დღეა ,ზონდერი- უდესიანი ინტერპოლის ძებნიდან მოხნნილია, ჯერ-ჯერობით ჩვენი იმფორმაციით , ამბობენ, რომ არა საკმარისი ბრალეულობებია მიწოდებული, ჩვენი პროკურატურიდან (უნგრეთისთვის) ღმერთმა არ ჰქნას, რომ ეს სიმართლე აღმოჩნდეს, მაშინ გამართლდება ეჭვი, იმ ბინძური კორუფციული გარიგებების შესახებ, რაზეც დიდი ხანია, საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება. S O S "დღისით-მზისით " 4 შვილის მამას შუა ქუჩაში, რომ ჩაცხრილავ( საკონტროლო გასროლით), ე.წ. " ქილერები", რომ იდენტიფიცირებული გყავს და ამის შემდეგ პროკურატურა გაბედავს, რომ უსუსური მტკიცებულებები გააგზავნოს განზრახ, რომ ხელი შეუწყოს ზონდერ უდესიანის უნგრეთში "დაბინავებას" ეს რასაც ნიშნავს კომენტარი მკითხველისთვის მომინდვია. მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილს და ყოფილ პრემიერ მინისტრ ივანიშვილს- სასწრაფოდ პირად კონტროლზე აიყვანონ და დაინტერესდნენ ამ უმსგავსობით , რადგან მათ აქვთ უპირველესი პასუხისმგებლობა, დღევანდელი პროკურატურის არსებობაში. მე არასოდეს, არავისთვის მიმიმართავს, ეს ჩემი ერთადერთი მიმართვაა ამ ფორმით და გულწრფელი გაფრთხილება - ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ - მერწმუნეთ!".


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი