"მილიონერი ქმარი არ მყავს... მეც ვცდილობ ძველი ტანსაცმელი გავაახლო" - დალი ჩიტალაძე გაზაფხული - ზაფხულის მოდის ტენდენციებზე

ყვითელი 21 Apr 2021 16:58

პან­დე­მი­ამ მო­დის სამ­ყა­რო­შიც ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა. 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - ზა­ფხუ­ლის მო­დის ტენ­დენ­ცი­ებ­სა და ხრი­კებ­ზე AMBEB.GE-ს მო­დის ექ­სპერ­ტი დალი ჩი­ტა­ლა­ძე ესა­უბ­რე­ბა:

- ქალ­ბა­ტო­ნო დალი, რა შეც­ვა­ლა პან­დე­მი­ამ მო­დის სფე­რო­ში?

- ლა­მა­ზად ჩაც­მა ყვე­ლას მოგ­ვწონს, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ზა­ფხულ­ზე, თუმ­ცა რად­გან შე­ზღუდ­ვე­ბის გამო, ერ­თმა­ნეთ­თან შე­სახ­ვედ­რად დრო მხო­ლოდ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს და თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მო­ვას­წროთ, სა­ღა­მოს კა­ბე­ბი და­ვი­წყე­ბას მი­ე­ცა და ყვე­ლა­ზე მო­დუ­რად ისევ street style (ქუ­ჩის სტი­ლი) იქცა. სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და სა­დი­ლად შეხ­ვედ­რის ტენ­დენ­ცია და ჩვე­ნი ჩაც­მუ­ლო­ბაც ამის მი­ხედ­ვით გა­და­ე­წყო. თუ ოს­კა­რის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე არ მი­დი­ხარ, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სა­ღა­მოს კაბა ყვე­ლა დი­ზა­ი­ნერ­მა ამო­ი­ღო ხმა­რე­ბი­დან, მაგ­რამ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, სა­ღა­მოს კა­ბე­ბი შე­ი­ნა­ხეთ, არ გა­ა­ჩუ­ქოთ, რად­გან აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ჭირ­დე­ბათ... ასე რომ, ჩვე­ნი სა­მო­სი უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი გახ­და - აქ­ტუ­ა­ლუ­რია სპორ­ტუ­ლი სტი­ლი, ოღონდ ელე­გან­ტუ­რი. სწო­რედ, ასე­თი სა­მო­სი უნდა შე­ვი­ძი­ნოთ, რად­გან თუ სად­მე წას­ვლა და გაპ­რან­ჭვა გინ­და, გრძე­ლი კა­ბე­ბით ვერ იფ­რი­ა­ლებ. რა თქმა უნდა, თუ სიბ­რჭყვი­ა­ლე გინ­და, დღი­სი­თაც შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად. პა­ტა­რა ბრჭყვი­ა­ლა დე­ტა­ლი რომ შე­უ­რი­ოთ სა­მოსს, უკვე სხვა ეფექტს მო­ახ­დენს.

- დე­ტა­ლუ­რად რომ გვი­თხრათ, წელს რა უნდა გვქონ­დეს გარ­დე­რობ­ში?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გვქონ­დეს "ოვერ­სა­ი­ზი“ და ნე­ბის­მი­ე­რი სტი­ლის პი­ჯა­კი, ორე­უ­ლე­ბი ერთ ფერ­ში. ღია ფე­რის კოს­ტი­უ­მი - თეთ­რი, ყვი­თე­ლი, მწვა­ნე, ცის­ფე­რი. ძა­ლი­ან ახა­ლი და აქ­ტუ­ა­ლუ­რია თეთ­რის და ცის­ფე­რის შე­ხა­მე­ბა. ასე­ვე, ვარ­დის­ფე­რი და ნე­ო­ნის ფერი - კოს­ტი­უ­მე­ბი, მა­ი­სუ­რე­ბი... ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხა­მე­ბუ­ლი პას­ტე­ლუ­რი და ნე­ო­ნის ფე­რე­ბი. ძა­ლი­ან მო­დუ­რია ფე­რა­დი ფეხ­საც­მე­ლი, მა­გა­ლი­თად, ცის­ფე­რი ფეხ­საც­მე­ლი, სპორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა თუ კლა­სი­კუ­რი. მე თუ მკი­თხავთ, გა­ზა­ფხულ­ზე და ზა­ფხულ­ში თეთ­რი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი ფე­რია. 2000 წელს რომ და­ი­წყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი პას­ტე­ლუ­რი ფე­რის იყო. ახლა პი­რი­ქით არის, რაც შე­იძ­ლე­ბა მჭა­ხე და ნე­ო­ნის ფე­რე­ბი უნდა გვეც­ვას. ასე­ვე დაბ­რუნ­და გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იანი წლე­ბის ტენ­დენ­ცია. ფე­რე­ბი - მწვა­ნე და ცის­ფე­რი, ყვი­თე­ლი და ვარ­დის­ფე­რი, წი­თე­ლი და ვარ­დის­ფე­რი, თით­ქოს ერ­თად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

- არ მო­გე­ნატ­რათ სა­დღე­სას­წა­უ­ლო, სა­ღა­მოს კა­ბე­ბის ჩაც­მა?

- ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რა. ცოტა ხნის წინ და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და, მაგ­რამ სა­ღა­მოს კაბა ვერ ჩა­ვიც­ვი. ვიწ­რო წრე­ში გავ­მარ­თე სა­დი­ლი და მეც­ვა შავი, ელე­გან­ტუ­რი კაბა. სამ­კა­უ­ლი­თა და ბრჭყვი­ა­ლა ფეხ­საც­მლით ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლოდ ვაქ­ციე. შარ­შან და­ბა­დე­ბის დღე სა­ერ­თოდ ვერ აღ­ვნიშ­ნე, იმ დროს სრუ­ლი "ლო­ქ­და­უ­ნი" იყო და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ვერ ვი­ტან, რო­დე­საც და­ბა­დე­ბის დღეს არ აღ­ვნიშ­ნავ, მო­ვი­წყენ ხოლ­მე... წლე­ბი მე­მა­ტე­ბა, ხომ არ მაკ­ლდე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ძა­ლი­ან მი­ხა­რია ჩემი დღე. მი­მაჩ­ნია, რომ ყო­ვე­ლი წლის მა­ტე­ბა, დიდი მად­ლია.

- ში­ნი­დან გას­ვლი­სას, დიდ­ხანს ფიქ­რობთ რა ჩა­იც­ვათ, რო­გო­რია თქვე­ნი სამ­ზა­დი­სი?

- როცა სად­მე მივ­დი­ვარ, წინა დღეს ყო­ველ­თვის ჯერ გო­ნე­ბა­ში ვი­წყებ ტან­საც­მლის და­ლა­გე­ბას, მერე ჩა­ვიც­ვამ, გა­ვიხ­დი - ბევრ დე­ტალს ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. ჯერ - ლუქი, მერე ქსო­ვი­ლი ქსო­ვილ­თან რო­გორ იქ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, აბ­რე­შუმ­თან რა შე­მო­ვიც­ვა. ხან­და­ხან გგო­ნია, რომ არ არის კარ­გი შე­ხა­მე­ბა, მაგ­რამ ჩა­იც­ვამ და აღ­მო­ა­ჩენ, რომ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე წესი მაქვს - ზამ­თარ­ში აბ­რე­შუ­მის კა­ბას­თან, ქაშ­მი­რის ჟა­კეტს ან ლა­ბა­დას შე­მო­ვიც­ვამ. მომ­წონს ქაშ­მი­რი­სა და აბ­რე­შუ­მის ერ­თობ­ლი­ო­ბა. ასე­ვე ბამ­ბის ქსო­ვი­ლი­სა და ბეწ­ვის. ქურ­ქის ხმა­რე­ბა უფრო სპორ­ტულ სტილ­თან მიყ­ვარს, ვიდ­რე სა­ღა­მოს კა­ბა­ზე, რად­გან ერ­თად ზედ­მე­ტად გაპ­რან­ჭუ­ლი გა­მო­დის. შა­ლი­სა და ბამ­ბის ქსლო­ვი­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ იქ­მნე­ბა, რო­დე­საც შენ თვი­თონ გაქვს სტი­ლის შეგ­რძნე­ბა. მე ხე­ლის შე­ხე­ბით ვგრძნობ ნაჭ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას. ზუს­ტად გე­ტყვით, რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტია მას­ში სინ­თე­ტი­კა და რამ­დე­ნი - ბამ­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში სუ­ლაც არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ნა­ტუ­რა­ლუ­რი ქსო­ვი­ლი გეც­ვას. ბრენ­დებს ისე­თი ტექ­ნო­ლო­გია აქვთ, თუნ­დაც "პრა­დას" - თვი­თონ იგო­ნე­ბენ ნაჭ­რის შე­მად­გენ­ლო­ბას და ქმნი­ან ქსო­ვი­ლებს. დი­ზა­ი­ნი იწყე­ბა ქსო­ვი­ლი­დან. მერე ქსო­ვი­ლი გკარ­ნა­ხობს, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წახ­ვი­დე...

- გაქვთ პე­რი­ო­დე­ბი, რო­დე­საც მო­ეშ­ვე­ბით და არ აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას იმას, თუ რა გაც­ვი­ათ?

- არას­დროს. სახ­ლში, თუნ­დაც სტუ­მარს არ ვე­ლო­დე­ბო­დე, მა­ინც სულ მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ვარ, მე­უღ­ლე და შვი­ლი მყავს, ისი­ნი ხომ მი­ყუ­რე­ბენ? ზოგ­ჯერ სი­ზარ­მა­ცის დღე­ებს ვი­წყობ. სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ. მინ­და, რა­ღა­ცას ვუ­ყუ­რო, წა­ვი­კი­თხო, ვი­ნე­ბივ­რო და ორ­გა­ნიზ­მმა და­ის­ვე­ნოს. ამ დროს არაფ­რის ჩაც­მა არ მინ­და, მაგ­რამ ლა­მა­ზი ხა­ლა­თი მა­ინც მაც­ვია.

- თქვე­ნი ჩაც­მის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი სა­ი­დან მო­დის?

- ჩაც­მის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა. დე­და­ჩემს სულ ტან­საც­მელს ვთხოვ­დი და ოჯახ­ში სულ ამა­ზე მქონ­და უსი­ა­მოვ­ნე­ბა. მე რომ გოგო მყავ­დეს, ალ­ბათ, ისიც ასე იქ­ნე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი რამ, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ვნა­ნობ, ის არის, რომ ქა­ლიშ­ვი­ლი არ მყავს. ჩემს ქმარს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი - ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- გე­მოვ­ნე­ბი­სა და სტი­ლის შეგ­რძნე­ბის სწავ­ლა რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი?

- გე­მოვ­ნე­ბით იბა­დე­ბი. ამ ნიჭს გაძ­ლევს ღმერ­თი და ან გაქვს, ან - არა, მაგ­რამ სტი­ლის სწავ­ლა, თუ რო­გორ უნდა ჩა­ვიც­ვათ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე მყავს კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­კი­თხე­ბი­ან და მათ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ვზრუ­ნავ. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩაც­მუ­ლო­ბას. პირ­ვე­ლი აღ­ქმა არის ვი­ზუ­ა­ლუ­რი - არა ის, თუ რა გაც­ვია, არა­მედ რო­გორ გაც­ვია... უმ­თავ­რე­სია, რო­გორ ატა­რებ ტან­საც­მელს. ბრენ­დს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- მე­ო­რა­დი ტან­საც­მლით სარ­გებ­ლობთ?

- დიახ და ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, ისარ­გებ­ლონ. მით უმე­ტეს მე­ო­რად ბაზ­რო­ბებ­ზე, წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რი 80-იანი წლე­ბის მო­დის უამ­რა­ვი სა­მო­სი შე­მო­დის. მე­ო­რა­დებ­ში უნდა ეძე­ბო, ქექო, თვა­ლი და მიხ­ვედ­რა სჭირ­დე­ბა, რომ და­ი­ნა­ხო. ჩემს მე­გობ­რებს უნ­დათ, ჩემ­თან ერ­თად წა­მო­ვიდ­ნენ ხოლ­მე. მე­უბ­ნე­ბი­ან, - შენ რომ და­ი­ნა­ხავ, ჩვენ ისე ვერ ვხე­დავ­თო.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ­სე­სუ­ა­რე­ბი?

- ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. აქ­სე­სუ­არ­მა ძვე­ლი "ლუქი" შე­იძ­ლე­ბა, გა­ა­ახ­ლოს. ამი­ტომ სულ ვამ­ბობ, რომ მთა­ვა­რია, ყვე­ლა სე­ზონ­ზე თითო მო­დუ­რი ფეხ­საც­მე­ლი და რა­ი­მე აქ­სე­სუ­ა­რის დე­ტა­ლი შე­ი­ძი­ნოთ, თუნ­დაც, აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტრენ­დუ­ლი ჩან­თა. ალ­ბათ, ჰგო­ნი­ათ, რომ უამ­რავ ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ, მაგ­რამ ასე არ არის. მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, მი­ლი­ო­ნე­რი ქმა­რი არ მყავს და მეც ვცდი­ლობ ძვე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­ვა­ახ­ლო. შე­იძ­ლე­ბა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ჩა­ვიც­ვა, მაგ­რამ არა­ვის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არ ვარ...

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი აქ­სე­სუ­ა­რი?

- სახ­ლი­დან თავ­სა­ბუ­რა­ვის გა­რე­შე არ გავ­დი­ვარ და ჩან­თა­შიც სულ მაქვს. ჩემ­თვის სუ­ნა­მოც აქ­სე­სუ­ა­რია. სუ­ნა­მოს გა­რე­შე რომ გა­ვი­დე, მგო­ნია, რა­ღაც დამ­რჩა.

- დღეს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში უამ­რა­ვი მო­დის ბლო­გე­რია, რო­მელ­თაც ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი ჰყავთ, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მიმ­დევ­რებ­მა, რომ მათი გავ­ლე­ნით სწო­რად ჩა­იც­ვან?

- არ უნდა მი­ბა­ძოთ სხვას, მე არ მიყ­ვარს მი­ბაძ­ვა და კო­პი­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, შთა­გო­ნე­ბა ავი­ღო სხვის­გან, მაგ­რამ მა­ინც ჩე­მე­ბუ­რად გა­და­ვა­კე­თებ და ისე ჩა­ვიც­ვამ, რო­გორც მე მო­მიხ­დე­ბა. არას­დროს მაც­ვია ყალ­ბი ბრენ­დი. მირ­ჩევ­ნია, რა­ღაც შე­ვა­კე­რი­ნო, ვიდ­რე "ფე­ი­კი" ჩა­ვიც­ვა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ყვე­ლას "შა­ნე­ლი" ან "ჰერ­მე­სი" გვე­ჭი­როს. ფრან­გი ქა­ლე­ბი "შა­ნე­ლის" ნივ­თებს 40 წლის შემ­დეგ ყი­დუ­ლო­ბენ, იმი­ტომ რომ ეს ბრენ­დი მათ სტა­ტუ­სად იქცა, ანუ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ მათ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ შე­ი­ძი­ნონ... ძა­ლი­ან გა­მე­ცი­ნე­ბა, პა­ტა­რა გოგო რომ და­ვი­ნა­ხო ქუ­ჩა­ში "შა­ნე­ლის" ჩან­თით ხელ­ში, რად­გან "შა­ნელ­მა" ძა­ლი­ან ბევ­რი იშ­რო­მა ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტის შე­საქ­მნე­ლად. ამი­ტომ შენც უნდა იყო ასე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი, გქონ­დეს შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ იყი­დო...

-გე­მოვ­ნე­ბა­ზე და­ო­ბენ?

- რა თქმა უნდა, და­ო­ბენ. სი­ლა­მა­ზეს ყვე­ლა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აღიქ­ვამს, ამი­ტო­მაც და­ო­ბენ.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი