თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას: შენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს, გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს

TV - ამბები 20 Apr 2021 23:22

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სამარცხვინოს უწოდებს მთავარი არხის დირექტორის ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტს, რომელშიც გვარამია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ვახშამს გულისამრევად მიიჩნევს.„საზღვარი არ აქვს შენს უტიფრობას და გგონია, რომ ხალხს მეხსიერება ღალატობს. პრეზიდენტზე საუბრობ და რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფრაზებს იყენებ, ომი საქართველომ დაიწყოო, არადა იმ პარტიის წევრი ხარ, რომლის ლიდერებმა და შენმა პირადმა მეგობრებმა, ჯერ ხელი მოაწერა მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა საქართველო ომის დაწყებაში, ხოლო სულ ახლახან საქართველოს დააბრალეს, თითქოს კასეტური ბომბები გამოიყენა საქართველომ. სამარცხვინო საქციელია!“, - წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქის გვერდზე


imedinews.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი