კესარია აბრამიძემ შეყვარებული გამოაჩინა

ყვითელი 20 Apr 2021 22:07

ეპატაჟური და სკანდალური მოდელი, კესარია აბრამიძე უკვე დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი პირადი ცხოვრებით, თამამი ფოტოებითა თუ ვიდეობით, კესარია ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ტელე-თუ რადიოგადაცემას.

რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მოდელი მილიონერ ბიზნესმენს ხვდებოდა, რომელიც მას ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა. როგორც თავად კესარია ამბობდა, პარტნიორმა მას სახლიც კი აჩუქა, თუმცა მათი ურთიერთობა, სამწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დასრულდა.

კესარია აბრამიძე განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, ბოლო დროს კი ტიკტოკში აქტიურობს. სწორედ აქ გამოაქვეყნა მან ახალ რჩეულთან ერთად გადაღებული ვიდეოები, რასაც მოდელის გამომწერების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა - „ყველა იმსახურებს ბედნიერებას, მიხარია“, „კესო, მიხარია, რომ ბედნიერი ხარ“ - წერენ კომენტარებში.

კესარია აბრამიძე პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არ საუბრობს. უცნობია ისიც, ვინ არის მისი ახალი რჩეული.


მარაო



კომენტარები:

ფართი შოპი