მალხაზ მაჩალიკაშვილი: ულტიმატუმის ენით არ ვლაპარაკობთ - ჩემი შვილის უბედურებაში დამნაშავეების დასჯა მინდა

20 Apr 2018 20:32

ჩვენ ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ ველაპარაკებით, ჩვენ მოვითხოვთ თემირლანის უდანაშაულოდ ცნობას, ჩვენი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და დამნაშავე პირების დასჯას, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.


თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ფიქრობს, რომ გამოძიება ჩიხშია შესული და ობიექტურად არ დასრულდება.


„აქამდე ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ამიტომ გამოძიების დასრულების, მითუმეტეს ობიექტურად დასრულების იმედი აღარ მაქვს. ჩემს ოჯახს მთელი ხეობა მხარში უდგას და დღესაც საკუთარი სურვილით შეიკრიბნენ. არც მე და არც სოფელი არ ვაპირებთ გაჩერებას. ჯერ არ ვიცი როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა, ამას დრო გვიჩვენებს. მე მინდა ჩემი შვილის უბედურებაში დამნაშავე ყველა პირის დასჯა",- აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.


თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები: